11 მაი - 09 ივნ
F&B მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 7000 - 12000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • ენები: ინგლისური
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: F&B მენეჯერი
ხელფასი: 7,000-12,000 ლარი
გრაფიკი: 5/2 (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:
  • F&B მიმართულების ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კოორდინაცია;
  • სხვადასხვა კვებისა და სასმელების ობიექტის გამართული და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მომსახურების, პროდუქტის ხარისხისა და სტუმრის გამოცდილების მაღალი სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესება;
  • მრავალფუნქციური და დიდი გუნდის მართვა, ტრენინგი, მოტივაცია და განვითარება;
  • ბიუჯეტის კონტროლი, ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • მარაგების, შესყიდვებისა და ინვენტარის მართვა/კონტროლი;
  • ჯანმრთელობის დაცვის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სტუმრების უკუკავშირის ეფექტურად მართვა და ოპერაციული საკითხების დროული გადაწყვეტა;
  • SOP-ებისა და მომსახურების სტანდარტების დანერგვა, მონიტორინგი და გაუმჯობესება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • F&B მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • მაღალი დატვირთვის მქონე ობიექტებში მუშაობის გამოცდილება (სასტუმრო, კაზინო, მსხვილი რესტორანი);
  • დიდი და მრავალფუნქციური გუნდების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფინანსური და ოპერაციული მართვის მაღალი კომპეტენცია;
  • შედეგზე ორიენტირებული, პრაქტიკული და დეტალებზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომა;
  • ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • სწრაფ და დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სტუმარმასპინძლობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და სერვისის პრაქტიკული ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ
სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები