დღეს - 06 ივნ
ვიპ
შეფ მზარეული
ბათუმი
რესტორანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი სამზარეულოსა და აბაზანის მოწყობილობების მონტაჟი და შეკეთება სასტუმრო / რესტორანი / კვება კულინარია
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შეკეთება / მონტაჟი სამზარეულოსა და აბაზანის მოწყობილობების მონტაჟი და შეკეთება
    სასტუმრო / რესტორანი / კვება კულინარია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • ენები: ინგლისური
რესტორანი აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის პოზიციაზე, ბათუმში
პოზიციის ძირითადი როლი - სამზარეულოს გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
უშუალო ხელმძღვანელი - მმართველი მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - სრული

ძირითადი ფუნქციები
  • სამზარეულოს გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, HACCP – ის სტანდარტების შესაბამისად;
  • ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება; პროცესების ოპტიმიზაცია, შესაბამისი სტანდარტების დანერგვა და საჭიროების შესაბამისად განახლების უზრუნველყოფა;
  • მენიუს შედგენა და პროდუქტების კალკულაცია; საჭიროების მიხედვით და/ან სეზონურად მენიუს განახლების უზრუნველყოფა;
  • კერძების დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადების მონიტორინგი;
  • ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი და მოგების მაქსიმიზაცია;
  • პროდუქციის / მარაგების მონიტორინგი;
  • სამზარეულოს შეკვეთების ორგანიზება და მიღების უზრუნველყოფა ყოველდღიურად; მიღების პროცესში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დაგდენის უზრუნველყოფა;
  • პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
  • საჭიროებისას მომწოდებლებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან კომუნიკაცია და პარტნიორული ურთიერთობების განვითრება; საუკეთესო მომწოდებლების (ხარისხი, ფასი) შერჩევა;
  • გარკვეული პერიოდულობით და საჭიროებისას აღწერების/ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა და ბუღალტერთან და/ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შედეგების შედარება/ანალიზი;
  • სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნვლეყოფა;
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვა, დელეგირება, გუნდის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
  • თანამშრომლების საჭირო რესურსით/ინვენტარით უზრუნველყოფა მათი მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისთვის;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი, ობიექტური შეფასება, უკუკავშირის დაბრუნება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, თანამშრომლების ჩართულობასა და კლაყოფილებაზე ზრუნვა;
  • გუნდთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად სამოტივაციო მექანიზმების შემუშავება, მენეჯმენტთან წარდგენა და დანერგვა;
  • სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი;
  • სამზარეულოს მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა;
  • სტუმრის კმაყოფლიებაზე ზრუნვა, მათგან მუდმივი უკუკავშირის მიღება, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
  • სტუმრების შესაბამისი სტანდარტით მომსახურების მონიტორინგი;
  • საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება;
  • სამუშაო ინვენტარის და დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • თანამშრომლების ტრენინგი ინვენტარის, ჭურჭლის და დანადგარების გამოყენების წესების მიზნით. აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
  • მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და სამომავლო პრევენცია;
  • სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა და სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდების მიზნით შესაბამისი განხილვების ინიცირება;
  • მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა
  • HACCP – ის სტანდარტების და საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა

უნარები
  • გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
  • რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარი;
  • პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  • მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
  • თანამშრომლების მხარდაჭრის, მათი განვითარების, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
  • ​​პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;​
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
  • ცვლილებებთან ადაპტაციის და მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Giorgisvanidze80@gmail.com
შეკეთება / მონტაჟი
სამზარეულოსა და აბაზანის მოწყობილობების მონტაჟი და შეკეთება
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები