შემდეგი
დღეს - 06 ივნ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: საკრედიტო ადმინისტრატორი
სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 – 19:00სთ.
ძირითადი ფუნქციები:
- საკრედიტო კომიტეტების გადაწყვეტილებების შესაბამისად საკრედიტო პროდუქტის გასაცემად საჭირო პროცესის დოკუმენტური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა / მხარდაჭერა;
- საკრედიტო დოკუმენტაციის პაკეტის ელექტრონული და საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური ფაილინგი და აღნიშნული დოკუმენტაციის კორექტულობის შემოწმება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სხვა მარეგისტრირებელ ორგანოებში შესაბამისი სარეგისტრაციო წარმოებების განხორციელების უზრუნველყოფა;
- სესხის გაცემის და დაფარვის გრაფიკების, ასევე რეზერვირების ფინანსურ/ბუღალტრული ოპერაციების მონიტორინგი;
- სესხის პირობების ცვლილების, სისტემებში ასახვა;
- ახალი საკრედიტო პროდუქტების სისტემებში გაწერა და საჭიროების შემთხვევაში მათი პარამეტრების ცვლილების უზრუნველყოფა;
ცოდნა და გამოცდილება:
- მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე;
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნესის ან მომიჯნავე სფეროში, ზუსტ მეცნიერებებში ჩაითვლება უპირატესობად);
- კარგი სასაუბრო და წერითი უნარები ქართულ ენაზე (ინგლისური და/ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საჯარო რეესტრია ავტორიზებული პირის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ეფექტური კომუნიკაციისა უნარი.
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია.
- მოლაპარაკებების ძლიერი უნარები
- დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი, 2026.
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: საკრედიტო ადმინისტრატორი
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს „ჰეშ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს „ჰეშ ბანკისთვის“ წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს „ჰეშ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები