შემდეგი
07 მაი - 05 ივნ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები ტრენინგ კურსები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
კომპანია გორგია იწყებს გაყიდვების მენეჯმენტის პროფესიულ პროგრამას, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ რეალურ პროექტებზე და მაგალითებზე, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კარიერული განვითარებისთვის.
ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა ?
პროგრამა განკუთვნილია გაყიდვების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და მენეჯერული უნარების გაუმჯობესება.
სამიზნე აუდიტორია:
რა ცოდნას მიიღებენ კურსის დასრულების შემდეგ?
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ფუნდამენტურ ცოდნას მენეჯმენტისა და გაყიდვების სხვადასხვა პროცესზე:
რა უნარებს შეიძენენ, რას შეძლებენ კურსის დასრულების შემდეგ?
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს განუვითარდებათ პრაქტიკული უნარები:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
- კურსები წარიმართება თვენახევრის განმავლობაში;
- კვირაში 2-ჯერ, საღამოს საათებში; სამშაბათს და ხუთშაბათას; (19:00-21:00)
- ტრენერები - სფეროში გამოცდილი პრაქტიკოსები;
- სწავლა სრულიად უფასოა;
- კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი;
- წარმატებული კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ გორგიაში!
ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა ?
პროგრამა განკუთვნილია გაყიდვების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და მენეჯერული უნარების გაუმჯობესება.
სამიზნე აუდიტორია:
- გაყიდვების მენეჯერები და გუნდის ლიდერები, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან გაყიდვების გუნდის მართვასა და ლიდერობაზე.
- პირები, რომლებიც ჩართულნი არიან მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტში და გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებაში.
- გაყიდვებით დაინტერესებული პირები, რომლებსაც სურთ კარიერული წინსვლა.
რა ცოდნას მიიღებენ კურსის დასრულების შემდეგ?
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ფუნდამენტურ ცოდნას მენეჯმენტისა და გაყიდვების სხვადასხვა პროცესზე:
- თეორიული საფუძვლები: გაყიდვების მენეჯერის როლი და მოვალეობები, საცალო, კორპორატიული და B2B გაყიდვების ფუნდამენტური პრინციპები;
- მერჩენდაიზინგი და ტექნიკები: ციფრული მერჩენდაიზინგის, პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების და ფასების ტიპების მნიშვნელობა;
- ანალიზი და ფინანსები: ძირითადი მეტრიკა და KPI გაყიდვებში;
- ციფრული და იურიდიული საკითხები: ელექტრონული კომერციის გავლენა საცალო გაყიდვებზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურიდიული ასპექტები;
- შესყიდვები: საჭიროების ანალიზის პროცესი, პროდუქციის იმპორტის/ექსპორტის საფუძვლები და კომპანიის პრიორიტეტები მოლაპარაკებების დროს.
რა უნარებს შეიძენენ, რას შეძლებენ კურსის დასრულების შემდეგ?
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს განუვითარდებათ პრაქტიკული უნარები:
- შეძლებენ გაყიდვების სტრატეგიების დაგეგმვას, გაყიდვების პროცესის ოპტიმიზაციას და გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
- განავითარებენ კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებს;
- გამოიყენებენ იმპულსური შესყიდვის ტრიგერებს და ჯვარედინი გაყიდვების სტრატეგიებს;
- შეძლებენ POS მონაცემების გამოყენებას გადაწყვეტილების მისაღებად, გაყიდვების ტენდენციების პროგნოზირებას და ფასების სტრატეგიების ოპტიმიზაციას;
- შეძლებენ ონლაინ და ოფლაინ გაყიდვების არხების ინტეგრირებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
პროგრამის დაწყების თარიღი - 16 ივნისი
სააპლიკაციო ფორმის შევსების შემთხვევაში გორგიას HR მენეჯერები განიხილავენ თქვენს კანდიდატურას.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები
ნახვები
უნიკალური ნახვები