დღეს - 05 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ენები: ქართული
"თიბისი" აცხადებს ვაკანსიას : სერვის ექსპერტი/ პენეტრაციების მენეჯერი - სახელფასო პროექტების მართვის გუნდი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში -მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, სახელფასო პროექტების მართვის გუნდში ვეძებთ - სერვის ექსპერტი/ პენეტრაციების მენეჯერს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სხვადასხვა ბიზნეს და მომხმარებლის ქვესეგმენტების ფინანსური შედეგების ანალიზი
- შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის შეფასება
- ტრენდების, გადახრებისა და რისკების იდენტიფიცირება
- ფეიროლის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესის მხარდაჭერა
- სცენარიული ანალიზის (what-if scenarios) მომზადება
- სტრატეგიული ინიციატივებისა და პროექტების ფინანსური შეფასება
- მას რითეილის ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი
- რეგულარული ფინანსური რეპორტების და დეშბორდების მომზადებაში მონაწილეობა
- სტეიქჰოლდერებთან ურთიერთობა
კვალიფიკაცია
უნდა გქონდეს:
- განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში ჩაითვლება უპირატესობად (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
- 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება ფინანსების ან ანალიტიკის მიმართულებით
- მონაცემების დამუშავების გამოცდიელება
- Excel - ის და SQL - ის კარგი ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/yGR9F
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

