07 მაი - 05 ივნ
ინფექციის კონტროლისა და პრევენციის განყოფილების უფროსი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ინფექციური დაავადებები
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2625

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ინფექციური დაავადებები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ JCI აკრედიტაციის მქონე, მულტიპროფილური, წამყვანი რეფერალური ჰოსპიტალი რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: ინფექციის კონტროლისა და პრევენციის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23
გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (ეპიდემიოლოგის ან გადამზადების შესაბამისი სერტიფიკატი);
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ინფექციის კონტროლის სფეროში;
  • საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების მეთოდოლოგიების ცოდნა (PDSA, RCA და სხვ.);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ჰოსპიტალში ინფექციის კონტროლის პროგრამის დაგეგმვა, დანერგვა და მონიტორინგი;
  • ჯანდაცვის ასოცირებული ინფექციების (HAI) პრევენციის სტრატეგიების შემუშავება;
  • საერთაშორისო სტანდარტებთან (JCI, WHO) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და მონაცემთა ანალიზი;
  • პერსონალის სწავლება და მათი საქმიანობის მონიტორინგი ინფექციის გავრცელების პერევენციისა და კონტროლის საკითხებში ;
  • თანამშრომლებისთვის პერიოდული საორიენტაციო ტრენინგის ჩატარება კომპეტენციის ფარგლებში;
  • აუდიტების, რაუნდების და ინციდენტების მართვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ანტიმიკრობული სტიუარდშიფის პროგრამის მხარდაჭერა;
  • სამედიცინო მომსახურებასთაან დაკავშირებული ინფიცირების რისკის შემცირების, მათ შორის პაციენტთა იზოლაციის ალგორითმების შემუშავება და კონტროლი;
  • სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ანალიზი ;
  • (იზოლაციურ-შემზღუდველი ღონისძიებები, სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა, სტერილიზაციისა და დეზინფექციის ხარისცი, სამედიცინო ნარჩენების მართვა და ა.შ);
  • ჰოსპიტალში ინფექციის გავრცელების პრევენციისა და კონტოლის პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: (ფიქსირებული) 2,625.00 ლარი (დარიცხული)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
სამედიცინო
ინფექციური დაავადებები
ნახვები
უნიკალური ნახვები