დღეს - 05 ივნ
სტანდარტი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი/ტექნოლოგიების მასწავლებელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: contact@jbsschool.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
ხელოვნება, ხელოვნებათმცოდნეობა - ინდუსტრია / სფერო: განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
ხელოვნება, ხელოვნებათმცოდნეობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
გონება და სხეული ერთად უნდა ვითარდებოდეს!
საქართველოში "ჯეიბიეს სკოლა" (JBS School) იწყებს საქმიანობას.
ჩვენი ფილოსოფია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება: Whole Child Education-ის მიდოგმით, ერთად უნდა განვითარდეს ბავშვის გონებრივი, ფიზიკური და ემოციური მხარეები. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრება არ არის დამატებითი წრე ან არჩევითი აქტივობა — ის განათლების განუყოფელი ნაწილია. წიგნიერება და მათემატიკა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური აქტივობა და ხასიათის განვითარება. ეს ყველაფერი ბავშვის სასკოლო დღის ბუნებრივი ნაწილი უნდა იყოს.
ვეძებთ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, ვისაც სურს ჩვენთან ერთად შექმნას ახალ მიდგომებზე დაფუძნებული სკოლა რომლის ფილოსოფიაა სრულყოფილი ბავშვის განათლება (Whole Child Education-ი)!
გარემო და მუშაობის პრინციპები:
ჩვენთან მასწავლებელი, ექსპერტი და გუნდის სრულფასოვანი წევრია. ჩვენი მიზანია შევქმნათ საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მთავარია მაღალი სტანდარტი, გუნდურობა, მხარდაჭერა და ერთიანი მიზნისთვის სწრაფვა.
ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპები:
ვეძებთ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც უყვართ თავისი საქმე და არ აშინებთ გამოწვევები. გვინდა თქვენთან ერთად შევქმნათ სკოლა, რომელშიც გონებრივი, ფიზიკური და ემოციური განვითარება ერთიანი სისტემაა და არა სამი განცალკევებული სამყარო.
საერთაშორისო თანამშრომლობა:
ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად (NBA Basketball School, "Johan Cruyff Institute", და სხვები), ვაერთიანებთ აკადემიურ სწავლებასა და სპორტულ მომზადებას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კვებას, დასვენებას და ვარჯიშს. ეს ყველაფერი ეფუძნება JBS-ის სკოლის ხუთ პრინციპს: კვება, აღდგენა, ნერვული სისტემის რეგულაცია, ფუნდამენტური მოძრაობები და ასაკის შესაბამისი ფიზიკური განვითარება.
ჩვენი კულტურა:
ჩვენი კულტურა ემყარება დოქტორ ბილ ბესვიკის (Dr. Bill Beswick) საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამას და JBS-ის "ხუთი R-ის" მოდელს (Responsibility - პასუხისმგებლობა, Resilience - გამძლეობა, Relationships - ურთიერთობების დაფასება, Reflection - თვითრეფლექსია, Relentless Effort - დაუღალავი ძალისხმევა), რითაც ხასიათისა და სხვა პიროვნული მახასიათებლების განვითარება, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.
რას გთავაზობთ:
გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას, მენტორობას და განვითარებას. შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლებს დავაფინანსებთ, რათა მოიპოვონ აშშ-ის მასწავლებლის (US Teacher Certification) და საერთაშორისო სერტიფიკატები. მასწავლებლებს ვთავაზობთ მრავალწლიან კონტრაქტებსა და კარიერულ წინსვლას. პირობები დამოკიდებულია ჩართულობის ხარისხსა და კვალიფიკაციაზე
თუ ეს მისია თქვენთვის საინტერესოა, შემოუერთდით JBS აკადემიის გუნდს!
"ჯეიბიეს სკოლა" აცხადებს მასწავლებლის/მაძიებლის პოზიციაზე ვაკანსიებს შემდეგ საგნებში:სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და ტექნოლოგიები (ICT)
მოთხოვნები:
ცოდნა:
გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე
უნარები და პიროვნული თვისებები:
უცხო ენა: ინგლისურის მაღალ დონეზე ფლობა
ანაზღაურება: ფიქსირებული / ყოველთვიური 2, 500 ლარიდან
საათობრივი 70 ლარიდან
სამუშაო საათები - სრული განაკვეთი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და ერთ- ერთ შემდეგ პირობას:
თუ კომისია ვერ შეარჩევს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მქონე კანდიდატს, სკოლამ შესაძლოა დაასაქმოს პირი მასწავლებლობის მაძიებლის (სტაჟიორის) პოზიციაზე. სტაჟიორს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი შესაბამის საგანში. მან დასაქმებიდან 2 წელიწადში უნდა დაასრულოს მაძიებლობის პროგრამა.
სკოლამ ასევე შეიძლება დაასაქმოს პირი, რომელსაც აქვს საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან პრაქტიკული გამოცდილება.
შერჩევის ეტაპები:
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: contact@jbsschool.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject line) მიუთითოთ საგნის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

- სრულფასოვანი ბავშვის განვითარება (Whole Child Development): სასკოლო დღეს ვგეგმავთ ისე, რომ ბავშვის გონებრივი, ფიზიკური და ემოციური განვითარებისთვის თანაბრად სასარგებლო იყოს. სპორტი და ჯანმრთელობა ჩვენთან საგაკვეთილო პროცესის ნაწილია და არა ხელოვნური მარკეტინგული დანამატი.
- ხასიათის წრთობა: ჩვენ მოსწავლეებს ვუვითარებთ ხუთ მთავარ მახასიათებელს - პასუხისმგებლობას, გამძლეობას, ურთიერთობების დაფასებას, დაფიქრების/გააზრების უნარს და ვაყვარებთ დაუღალავ ძალისხმევას. ბავშვებში, ამ მახასიათებლები
- განვითარება ხდება ყოველდღიურ პრაქტიკაში.
- მაღალი სტანდარტი და მზრუნველობა: მასწავლებლისგან ჩვენ ვითხოვთ მაღალ აკადემიურ სტანდარტს, პროგრეს და პროფესიონალიზმს. სანაცვლოდ გთავაზობთ გამართულ სისტემას, მუდმივ მხარდაჭერას (ქოუჩინგს), პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს და პროფესიულ განვითარებას.
- ორგანიზებულობა და თანმიმდევრულობა: სკოლაში მოქმედებს სწავლების შეთანხმებული პრაქტიკა და მეთოდები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ყველა. მასწავლებელი არ არის იზოლირებული და არ უწევს სასწავლო პრაქტიკების და მიდგომების თავიდან გამოგონება.
- გუნდი და გუნდურობა პირად ამბიციებზე მაღლა: გვჯერა, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკრული და ერთიანი გუნდია. თანამშრომლობა ჩვენი მუშაობის სტილია და არა უბრალოდ ლამაზი სიტყვა.
- ჯანმრთელობა და მოძრაობა - ჩვენი Well-Being პროგრამა მასწავლებლებს უზრუნველყოფს მზა გეგმებითა და მიდგომებით, თუ როგორ მართონ ბავშვის ფიზიკური განვითარება. ამისთვის სულაც არაა საჭირო სპორტსმენი იყოთ — ჩვენ გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეს სწორად.
ვეძებთ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც უყვართ თავისი საქმე და არ აშინებთ გამოწვევები. გვინდა თქვენთან ერთად შევქმნათ სკოლა, რომელშიც გონებრივი, ფიზიკური და ემოციური განვითარება ერთიანი სისტემაა და არა სამი განცალკევებული სამყარო.
საერთაშორისო თანამშრომლობა:
ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად (NBA Basketball School, "Johan Cruyff Institute", და სხვები), ვაერთიანებთ აკადემიურ სწავლებასა და სპორტულ მომზადებას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კვებას, დასვენებას და ვარჯიშს. ეს ყველაფერი ეფუძნება JBS-ის სკოლის ხუთ პრინციპს: კვება, აღდგენა, ნერვული სისტემის რეგულაცია, ფუნდამენტური მოძრაობები და ასაკის შესაბამისი ფიზიკური განვითარება.
ჩვენი კულტურა:
ჩვენი კულტურა ემყარება დოქტორ ბილ ბესვიკის (Dr. Bill Beswick) საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამას და JBS-ის "ხუთი R-ის" მოდელს (Responsibility - პასუხისმგებლობა, Resilience - გამძლეობა, Relationships - ურთიერთობების დაფასება, Reflection - თვითრეფლექსია, Relentless Effort - დაუღალავი ძალისხმევა), რითაც ხასიათისა და სხვა პიროვნული მახასიათებლების განვითარება, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.
რას გთავაზობთ:
გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას, მენტორობას და განვითარებას. შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლებს დავაფინანსებთ, რათა მოიპოვონ აშშ-ის მასწავლებლის (US Teacher Certification) და საერთაშორისო სერტიფიკატები. მასწავლებლებს ვთავაზობთ მრავალწლიან კონტრაქტებსა და კარიერულ წინსვლას. პირობები დამოკიდებულია ჩართულობის ხარისხსა და კვალიფიკაციაზე
თუ ეს მისია თქვენთვის საინტერესოა, შემოუერთდით JBS აკადემიის გუნდს!
"ჯეიბიეს სკოლა" აცხადებს მასწავლებლის/მაძიებლის პოზიციაზე ვაკანსიებს შემდეგ საგნებში:სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და ტექნოლოგიები (ICT)
მოთხოვნები:
ცოდნა:
- საგნის ღრმა და საფუძვლიან ცოდნა;
- სწავლებისა და შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების ათვისებისადმი ღიაობა;
- საგნობრივ რესურსებში (როგორც სამინისტროს გრიფირებულ, ისე ალტერნატიულ სახელმძღვანელოებს) გათვითცნობიერებულობა.
- უცხო ენა: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე
უნარები და პიროვნული თვისებები:
- პოზიტიურ და მრავალფეროვან გარემოს შექმნაში მონაწილეობა;
- სასწავლო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა და განხორციელება;
- საჭირო რესურსების და ტექნოლოგიების გამოყენება;
- კვლევა და განვითარება;
- შეფასებისა და ანალიზის მაღალი უნარი;
- გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაცია;
- თვითგანვითარებაზე ზრუნვა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრობა;
- ინოვაციურობა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
უცხო ენა: ინგლისურის მაღალ დონეზე ფლობა
ანაზღაურება: ფიქსირებული / ყოველთვიური 2, 500 ლარიდან
საათობრივი 70 ლარიდან
სამუშაო საათები - სრული განაკვეთი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და ერთ- ერთ შემდეგ პირობას:
- აქვს განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ინტეგრირებული პროგრამა);
- აქვს განათლების მაგისტრის ხარისხი და კანონმდებლობით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
- აქვს ბაკალავრის ხარისხი შესაბამის საგანში, გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და დადასტურებული აქვს კომპეტენცია;
- აქვს უმაღლესი განათლება და კანონმდებლობით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
- აქვს დოქტორის ხარისხი შესაბამის საგანში ან განათლების მიმართულებით;
- აქვს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;
- სერტიფიცირებულია 2015 წლის 1 იანვრამდე;
- ჩართულია სქემაში არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსით.
თუ კომისია ვერ შეარჩევს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მქონე კანდიდატს, სკოლამ შესაძლოა დაასაქმოს პირი მასწავლებლობის მაძიებლის (სტაჟიორის) პოზიციაზე. სტაჟიორს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი შესაბამის საგანში. მან დასაქმებიდან 2 წელიწადში უნდა დაასრულოს მაძიებლობის პროგრამა.
სკოლამ ასევე შეიძლება დაასაქმოს პირი, რომელსაც აქვს საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან პრაქტიკული გამოცდილება.
შერჩევის ეტაპები:
- პირველი ეტაპი: განაცხადების გადარჩევა;
- მეორე ეტაპი: გასაუბრება;
- მესამე ეტაპი: საჩვენებელი გაკვეთილი ან სადემონსტრაციო აქტივობა ადგილზე;
- შედეგების განსაზღვრა. საჭირო დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3×4 სმ, ელ-ვერსია);
- CV / რეზიუმე;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ტრენინგების სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: contact@jbsschool.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject line) მიუთითოთ საგნის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
მეცნიერება / განათლება
ხელოვნება,
ხელოვნებათმცოდნეობა
ნახვები
უნიკალური ნახვები