შემდეგი
დღეს - 05 ივნ
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი, საბურთალო, ქავთარაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@lumino.ge
მისამართი: პეტრე ქავთარაძის 78
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, საცალო გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 900 - 1300
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): საპენსიო წილის ანაზღაურება,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,ბონუსები და წახალისება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
სამხატვრო მასალების მაღაზია LUMINO აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
LUMINO არის სამხატვრო მასალების მაღაზია თბილისში, სადაც მომხმარებლები არჩევენ საღებავებს, ფუნჯებს, ქაღალდებს, სკეჩბუქებს, კრაფტისა და სხვა შემოქმედებით მასალებს.
დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ Lumino-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: Lumino.ge
სამუშაო პირობები
მისამართი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 78
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3–5 სამუშაო დღე, შეთანხმებით
სამუშაო საათები: 11:00–20:00, 1 საათი შესვენებით
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
სრული გრაფიკის შემთხვევაში მოსალოდნელი ჯამური შემოსავალი: 900–1300 ლარი
ზუსტი თანხა დამოკიდებულია ნამუშევარ დღეებსა და გაყიდვების შედეგზე.
პირველი თვე არის გაცნობითი/სასწავლო პერიოდი და ანაზღაურებადია.
რას გააკეთებ
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა, კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება
- აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
- პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება
- ნაშთების კონტროლში მონაწილეობა
- თაროებზე პროდუქციის სწორად განლაგება და ფასმაჩვენებლების კონტროლი
- ახალი პროდუქციის მიღებისა და განთავსების პროცესში მონაწილეობა
- გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა
- მომსახურების სტანდარტებისა და შიდა წესების დაცვა
- სამუშაო ადგილზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
რას გთავაზობთ
- შემოქმედებით და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროდუქციისა და სამუშაო პროცესების ადგილზე სწავლებას
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების ბონუსს
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს, შეთანხმებით
- თანამშრომლის ფასდაკლებას Lumino-ს პროდუქციაზე
- სამხატვრო მასალების ასორტიმენტის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას
აუცილებელი მოთხოვნები
- ქართული ენის გამართული კომუნიკაცია
- მომხმარებელთან თავაზიანი და პოზიტიური ურთიერთობის უნარი
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა
- დეტალებზე ყურადღება
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
უპირატესობად ჩაითვლება
- გაყიდვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
- სალაროსთან ან მაღაზიის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
- ინტერესი სამხატვრო, კრაფტის ან სხვა შემოქმედებითი მასალების მიმართ
როგორ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@lumino.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: გაყიდვების კონსულტანტი
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 25 მაისის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
პერსონალური მონაცემების შესახებ
რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ შპს „ჰაუდოი ჯორჯია“-მ დაამუშაოს მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
საცალო გაყიდვები,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები