შემდეგი
05 მაი - 20 მაი
B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი, საბურთალო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@element.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული,ინგლისური
ELEMENT.GE -კომპიუტერული ტექნიკის წამყვანი ონლაინ მაღაზია, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორის ტექნოლოგიურ
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: jobs@element.ge და სათაურის ველში მიუთითოთ:
უზრუნველყოფაზე, აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პიროვნული უნარები
პირობები
ძირითადი მოვალეობები
- კორპორატიული კლიენტებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავება, მათი ბიზნეს საჭიროებების დეტალური ანალიზი და ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილების შეთავაზება;
- კომერციული წინადადებების მომზადება ბიუჯეტისა და ვადების გათვალისწინებით;
- მოლაპარაკებების წარმოება, გარიგების დახურვა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია ლოჯისტიკის გუნდთან ერთად;
- პოტენციური დამკვეთების იდენტიფიცირება და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
- კერძო სექტორის ტენდერების პლატფორმების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი და კონკურენტული წინადადებების მომზადება;
- გრძელვადიანი, ნდობაზე დამყარებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება როგორც კლიენტების წარმომადგენლებთან (შესყიდვების მენეჯერები, IT დირექტორები), ისე მომწოდებლებთან/ვენდორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კომპიუტერული ტექნიკის, კომპონენტებისა და პერიფერიების სიღრმისეული ცოდნა (აუცილებელია);
- B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (IT სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- სახელმწიფო და კერძო ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ენების ცოდნა: ქართული (გამართულად), ინგლისური (ტექნიკურ დონეზე).
პიროვნული უნარები
- მოლაპარაკების და დარწმუნების ძლიერი უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დამოუკიდებლად შესაძლებლობების ძიებისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
პირობები
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + KPI ბონუსს გაყიდვებიდან (ბონუსური სისტემა, რომელიც პირდაპირპროპორციულია შედეგებთან);
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: jobs@element.ge და სათაურის ველში მიუთითოთ:
"B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი".
ბოლო ვადა: 20 მაისი
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები