დღეს - 03 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სერვისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საავტომობილო - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სერვისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
საავტომობილო - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
კომპანია "ჯი-თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini-ს ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების პოზიციაზე.
სერვისის მიმღების პოზიციის მიზანს და საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მომხმარებლის დროული და ეფექტური მომსახურება, ავტომობილის პრობლემის სწრაფი და ზუსტი იდენტიფიცირება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა/მართვა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის სწრაფი და დროული მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- მომხმარებლისთვის სერვისის საჭირო დროის დადგენა, ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა;
- მომხმარებლის პროგრამულ სისტემაში დარეგისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- მიღებული ავტომობილის გაფორმებისას მისი წინასწარი დათვალიერება (საჭიროების შემთხვევაში ტესტ-დრაივზე გასვლა);
- მომხმარებლის ვიზიტების დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა;
- სერვისის სამუშაოების შესრულების დროის და ხარისხის კონტროლი;
- სერვისის მიერ გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
- მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი ღირებულების გადახდის კონტროლი;
- კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
- ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკური პროცესების ზედამხედველობა;
- გაწეული მომსახურეობის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
- ავტომობილის საერთო მოწყობილობის ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bB0a9XHb
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
