დღეს - 02 ივნ
სტანდარტი
სტაჟიორი - ფინანსური ტექნოლოგიების განყოფილება, პორტფელებისა და მონაცემთა ხარისხის მართვის ჯგუფი
თბილისი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი - ფინანსური ტექნოლოგიების განყოფილება, პორტფელებისა და მონაცემთა ხარისხის მართვის ჯგუფი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ხარისხის მართვის ჯგუფი
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც აანალიზებს ბანკისთვის ყველა მნიშვნელოვან ფინანსურ მაჩვენებელს, ავითარებს ანალიტიკურ თულებს და ეხმარება მთელი ბანკის მასშტაბით ყველა დამკვეთ გუნდს, რომ ეს პროცესი იყოს რაც შეიძლება მარტივი და ეფექტური.
შენ, როგორც სტაჟიორი:
- ჩაერთვები ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის პროცესში.
- ჩაერთვები მონაცემების გენერირებისთვის საჭირო პროცესების ავტომატიზაციაში.
- ჩაერთვები ანალიტიკური თულების გაუმჯობესების პროცესში.
- ჩერთვები PowerBI რეპორტების აწყობის პროცესში.
- ჩაერთვები ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტინგის პროცესში.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ხარ დინამიური და გსურთ ასეთივე გარემოში მუშაობა.
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული.
- ხარ შედეგებზე ორიენტირებული.
- გაქვს უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- ფლობ ინგლისურს მაღალ დონეზე.
- ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint).
- ტექნიკური პროგრამების (SQL, PBI) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/yDRFD
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

