დღეს - 02 ივნ
ვიპ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: goldpack.info@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
შეფუთვა და კონტეინერები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
შპს "გოლდ პაკი" დაარსდა 2010 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საკვებისა და ინდუსტრიული შესაფუთი მასალის, ასევე ჰიგიენური საშუალებების საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
კომპანია ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და თავის მომხმარებელს სთავაზობს 700-ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
"გოლდ პაკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთათვის პროდუქციის გაცნობა და შეთავაზების გაკეთება.
- არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება.
- პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ერთად სხვადასხვა ამოცანების შესრულება და რეპორტინგი, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.
პიროვნული თვისებები/უნარები:
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goldpack.info@gmail.com გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი და შესაბამისი ქალაქი.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
