დღეს - 02 ივნ
სტანდარტი
მეორადი მანქანების დოკუმენტაციის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@tbilisidryport.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
თბილისი დრაი პორტი აცხადებს ვაკანტურ ადგილს მეორადი მანქანების დოკუმენტაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტის გადამოწმებას, კანონიერებისა და შესაბამისობის შემოწმებას, საბაჟო პროცედურების ადმინისტრირებას და შიდა საოპერაციო სისტემებში მონაცემების სწორად აღრიცხვას. პოზიცია მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულ მიდგომას, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას და ეფექტურ კომუნიკაციას როგორც შიდა გუნდთან, ისე გარე უწყებებთან.
დეპარტამენტის შესახებ:
ეს პოზიცია ექვემდებარება მეორადი მანქანების ოპერაციების სუპერვაიზერს და თანამშრომლობს ყველა დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულთან
გამოცდილება და უნარები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საბაჟო, ლოგისტიკა, ტერმინალი).
- დეტალებზე ორიენტირებულობა და დოკუმენტებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე;
- კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი საეჭვო ან არასრული დოკუმენტაციის შემთხვევებში;
- პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისებისა და გამოყენების უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების პრევენციის უნარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (პირადობა/პასპორტი, მინდობილობა) შემოწმება და მონაცემების დადასტურება სისტემებში (RS.ge, ტერმინალის საოპერაციო სისტემაში);
- საბაჟო შეტყობინებების ფორმირება და შესაბამისი მონაცემების სისტემაში შეყვანა;
- ინვოისების მომზადება, გადახდების შემოწმება და დადასტურება;
- მონაცემთა შეუსაბამობის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთან კოორდინაცია და კლიენტის ინფორმირება;
- კლიენტების მართვა და პროცედურების დასრულების შემდეგ მათი გადამისამართება ტერმინალის ტერიტორიაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com .
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენ მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 05 ივნისი
წარმატებას გისურვებთ!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
