შემდეგი
დღეს - 08 მაი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სესხის მენეჯერი ახალქალაქის სერვისცენტრში ,
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: სესხის მენეჯერი ( ჯგუფის უფროსი)
სამუშაო ადგილი: ახალქალაქი
კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, ასამდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს”
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
თანამდებობის მიზანი:
სესხის მენეჯერი პასუხისმგებელია კონკრეტული კლიენტებისათვის სესხის გაცემის მომსახურეობის უზრუნველყოფაზე სს ,,კრედო ბანკი-ს (კრედო) საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად, ასევე დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების მართვაზე. სესხის მენეჯერი ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს სოლიდური და მაღალი ხარისხის საკრედიტო პორტფელი და უზრუნველყოს დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების მუშაობის ეფექტურობა.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
სპეციფიკური:
- საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
- კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
- ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
- დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების ჯგუფის ჩამოყალიბება და მართვა;
- დაქვემდებარებული გუნდის მიერ კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის კონტროლი და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების საკრედიტო პორტფელის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- შემოსული განცხადების / აპლიკაციების კონტროლი და სესხის ოფიცრების მიერ ვიზიტების დროულად გაკეთების უზრუნველყოფა;
- საკრედიტო კომიტეტისათვის დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფაში სესხის ოფიცრების დახმარება;
- დაქვემდებარებული ჯგუფის სესხის ოფიცრების სესხების დამტკიცება კომიტეტზე, ლიმიტის ფარგლებში;
- საკრედიტო კომიტეტზე სესხის დამტკიცებისას წარმოდგენილი დოკუმენტების (ქონებრივი უზრუნველყოფის დოკუმენტი, ბაზებში შემოწმების ფორმა, განაცახდის ფორმა, და ა.შ.) სისრულის, სხვადასხვა დოკუმენტებში (პირადი ნომრები, თარიღები, თანხები) მოცემული ინფორმაციის შესაბამისობისა და ხელმოწერების შემოწმება;
- დამტკიცებული სესხების ხარისხიანად გაცემის ზედამხედველობა;
- დაქვემდებარებული ჯგუფის სესხის ოფიცრების მიერ გაცემული სესხების მონიტორინგი, კლიენტების საქმის სათანადო დოკუმენტაციისა და ფორმების გადახედვა და კლიენტებთან ადგილზე შეხვედრა;
- დაწესებულ ლიმიტზე მაღალი სესხების გადაგზავნა პასუხისმგებელ დამამტკიცებელ პირებთან;
- დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების დახმარება პრობლემური კლიენტებთან მუშაობისას;
- დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების დახმარება პრობლემური კლიენტის მხრიდან სასესხო დავალიანების დროულად გადახდის მექანიზმის შემუშავებაში;
- ხარისხიანი და ეფექტური სოფლის დღეების უზრუნველყოფა დანიშნულ სოფლებში, წინასწარ დამტკიცებული სოფლის დღეების განრიგის მიხედვით;
- დაქვემდებარებულ ჯგუფში მყოფი სესხის ოფიცრების მიერ პრომოუშენის ჩატარების უზრუნველყოფა, კრედოს პროცედურების მიხედვით;
- მაქსიმალური ძალისხმევის გაღება დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების მხრიდან გეგმების შესრულებისათვის;
- დაქვემდებარებულ სესხის ოფიცერთან ჯგუფთან მიმაგრებული კონსულების საქმიანობის კონტროლი;
- ჩატარებული აქციების შესახებ რეპორტების მომზადება და წარდგენა შესაბამისი პირებისათვის;
- დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების მიერ კლიენტების მომსახურების უზრუნველყოფა, მომსახურების სტანდარტების დაცვით;
- დაქვემდებარებული თანამშრომელების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
- კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
- რეგიონალური ოპერაციების შეხვედრებში მონაწილეობა და ახალი იდეებისა და ინოვაციების შეთავაზება;
- პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის;
- კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის მმართველის შეცვლა;
- სერვისცენტრის მმართველის მოვალეობის შესრულებისას, ვიდეო სათვალთვალო კამერებისა და მისი ჩანაწერების მონიტორინგი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისა და კრედოს მონიტორინგის პოლიტიკის გათვალისწინებით;
- სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.
ცოდნა, კვალიფიკაცია, შესაძლებლობები:
- შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
- უმაღლესი განათლება, სასურველია შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართლალმცოდნეობა;
- აუცილებელი გამოცდილება:
- კრედოში უფროსი სესხის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
- და/ან SME სესხის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება და ასევე კრედოში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
- და/ან კრედოში სესხის ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მხოლოდ დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში);
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
- ლიდერობისა და მართვის უნარები;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ძლიერი თვითმოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
- ძირითადი ბიზნეს პრინციპებისა და ეთიკის ნორმების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 8 მაისი, 2026 წელი.
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები