შემდეგი
01 მაი - 30 მაი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ქართული
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის თანამდებობაზე ქუთაისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში შემოსული საქონლის ჩამოცლა სატვირთო ავტომანქანიდან;
- მიღებული საქონლის გადაადგილება, დატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება;
- საწყობსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცარიელი პალეტების, ყუთებისა და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება განსაზღვრულ ადგილას;
- შეკვეთის ფურცლის მიხედვით პროდუქციის შეგროვება და შესაბამისი პალეტების მომზადება ავტომანქანების დასატვირთად;
- სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;
- სასაწყობე სივრცეების ნარჩენებისგან დასუფთავება;
- ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად, დამატებითი ფუნქციების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება
- ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა
- შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული
სხვა მითითებები
ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები