დღეს - 30 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი
პასუხისმგებელია შემოსული სატელეფონო ზარების და ონლაინ შეტყობინებების დროულ და პროფესიონალურ დამუშავებაზე, კომპლექსის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაზე, ინდივიდუალური ჯავშნების მიღებაზე და შესაბამის პროგრამაში სწორად , სრულად შეყვანაზე. ასევე მომხმარებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმის საშუალებით.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებლებისთვის პროფესიონალური მომსახურების გაწევა;
- კომპლექსის შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის:
სასტუმროს ნომრები და კატეგორიები
ფასები და მიმდინარე შეთავაზებები
რესტორნები და დამატებითი სერვისები
ატრაქციონები, ინფრასტრუქტურა და სხვა მომსახურებები
ფასები და მიმდინარე შეთავაზებები
რესტორნები და დამატებითი სერვისები
ატრაქციონები, ინფრასტრუქტურა და სხვა მომსახურებები
- ინდივიდუალური ჯავშნების მიღება სატელეფონო ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით;
- მიღებული ინდივიდუალური ჯავშნების შესაბამის პროგრამაში დროულად, სწორად და სრულად შეყვანა;
- მომხმარებლის მონაცემების სიზუსტის კონტროლი და კონფიდენციალურობის დაცვა;
- მომხმარებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით, მათ შორის:
ელ.ფოსტა
მესენჯერები (WhatsApp,Xoto და სხვა)
ჯავშნის პლატფორმები
- მომხმარებლებისთვის კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების ხელშეწყობა;
- მომხმარებელთა პრობლემების, მოთხოვნებისა და უკუკავშირის შესაბამისი რეაგირება;
- კომპანიის შიდა პროცედურების, სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემა შესაბამის დეპარტამენტებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
