დღეს - 28 მაი
მაღაზიის კონსულტანტი
თბილისი, საბურთალო, მიცკევიჩის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ინგლისური
“მუსიკის სახლი” არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.
მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა.
ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

ძირითადი პირობები:
  • ლოკაცია: მიცკევიჩის ფილიალი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–19:00
  • შაბათი - კვირა 11:00-19:00

ვის ვეძებთ?
„მუსიკის სახლი“ ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მუსიკის მოყვარულ მაღაზიის კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს იდეალური ინსტრუმენტის არჩევაში. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, გიყვარს მუსიკა და გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა – ეს ვაკანსია შენთვისაა!

მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის ჩატარება, რჩევის მიცემა;
  • პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია;
  • გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე);
  • მაღაზიის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება;
  • აღწერებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:
  • კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • მუსიკალური გამოცდილება ან ინტერესები ჩაითვლება უპირატესობად.

გთავაზობთ:
  • სტაბილური ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასს;
  • ტრენინგებს მუსიკალურ ტექნიკასა და პროდუქტებზე;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • გუნდს, სადაც მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@stc.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “კონსულტანტი”
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები