დღეს - 06 მაი
სტანდარტი
ექაუნთ მენეჯერი
თბილისი, ნაძალადევი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, გაყიდვების ანალიტიკა, B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა სამედიცინო მოწყობილობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 1 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, გაყიდვების ანალიტიკა, B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა სამედიცინო მოწყობილობა
  • ენები: ინგლისური
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე თბილისიში ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც სამედიცინო მასალების ინდუსტრიაში მოღვაწეობს.

სამუშაო აღწერილობა:
  • კომპანიის არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, შეკვეთების სწორი დაგეგმვა და დროული შესრულება.
  • კლიენტის მხარდაჭერა, შეკვეთების ზუსტი კოორდინაცია და გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნება.
  • კლიენტის მოთხოვნების, მიზნებისა და პრობლემების ანალიზი, მათთვის კონსულტაცია და პრობლემის გადაჭრის გზების რეალიზება.
  • კლიენტის მიერ დაფიქსირებული საკითხების სწრაფი გადაჭრა და კომუნიკაცია შიდა გუნდთან პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.
  • პრიორიტეტების სწორად დალაგება და ეფექტური კომუნიკაცია.
  • შეკვეთების მიღება, მიწოდების პროცესის კოორდინაცია და ლოგისტიკურ/საწყობის/სერვის გუნდებთან თანამშრომლობა პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად;
  • კომერციული წინადადებების, ფასთაღრიცხვებისა და ტექნიკურ-კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • თანამშრომლობის გაფართოება(Upsell/Cross-sell), დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება არსებულ კლიენტებზე, სხვადასხვა სიახლეების შეთავაზება და ტექნიკური-ფინანსური ინფორმაციის მიწოდება.
  • სამედიცინო ტექნიკისა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა და კლიენტებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის/სამედიცინო ტექნიკის პრეზენტაციების, დემონსტრაციებისა და ტრენინგების ჩატარება ექიმებისა და ტექნიკური პერსონალისთვის;
  • არსებულ კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება, მათთვის სიახლეების შეთავაზება და შედეგების უზრუნველყოფა. გაყიდვების გეგმის შესრულება, შეთანხმებების მიღწევა კომპანიაში არსებულ და ახალ კლიენტებთან.
  • მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა (პრეზენტაციები, გამოფენები, სემინარები, პროდუქტის დემონსტრაცია და სხვა);
  • სხვადასხვა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, გაუმჯობესება და რეგულარული მონიტორინგი;
  • მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების (რეპორტინგის) მომზადება გაყიდვების შედეგებზე, პროგნოზებსა და აქტივობებზე;
  • სახელმწიფო და კერძო ტენდერებში/შესყიდვებში მონაწილეობა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენაში ჩართულობა;
  • გაყიდვის შემდგომი მომსახურების (after-sales service) მონიტორინგი, კლიენტის კმაყოფილების შეფასება და პრობლემების ოპერატიული გადაჭრა;
  • კონტრაქტების პირობების შესრულების კონტროლი, გადახდების მონიტორინგი და დებიტორული დავალიანებების მართვაში მონაწილეობა;
  • სამედიცინო ტექნიკისა და პროდუქციის უსაფრთხოების, სერტიფიკაციისა და მოქმედი რეგულაციების დაცვა და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინება კლიენტებთან მუშაობისას;
  • კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება პროდუქტებისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით;
  • კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და ეთიკის სტანდარტების დაცვა;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება ,,დასაქმებულის” კვალიფიკაციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით,
  • სასურველია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია სამედიცინო აპარატურით/სახარჯი მასალებით ვაჭრობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: recruitment24@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია,
გაყიდვების ანალიტიკა,
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები