დღეს - 27 მაი
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- ენები: ინგლისური,რუსული
"თიბისი" აცხადებს ვაკანსიას Soft ტრენერი პოზიციაზე - თბილისი, სათავო
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო
მოქმედების ვადა: 11/05/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
- Soft Skills ტრენინგ მოდულების მომზადება და ჩატარება (ონლაინ/ოფლაინ ფორმატი);
- ტრენინგის მასალების მომზადება/შექმნა (პრეზენტაციები, აქტივობები, სახელმძღვანელოები და ა.შ.)
- ონლაინ სასწავლო მასალების მომზადება (ვიდეო რგოლები, ფოსტქარდები და ა.შ.)
- სატრენინგო მოდულების განახლება კომპანიის საჭიროებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
- ტრენინგის მონაწილეების შეფასება და რეპორტის მომზადება;
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- ტრენინგების მომზადებისა და ჩატარების მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
- კომუნიკაციის, დროის მართვის, პრეზენტაციის წარმართვის, ორგანიზებულობის კარგი უნარი;
- რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/yy4_T
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

