შემდეგი
დღეს - 18 მაი
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: m.kozmanashvili@reproart.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
„ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი“ 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. კლინიკა უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სრული სპექტრის მომსახურებას.
შპს „ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისურ-რუსულ ენოვანი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:00;
პოზიციის აღწერა:
გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვაზე, მათთან ეფექტურ კომუნიკაციაზე და კლინიკის სერვისების შეთავაზება-გაყიდვაზე. მისი მთავარი ამოცანაა პაციენტის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება და პაციენტის სრული გზის კოორდინაცია პირველადი კონტაქტიდან მომსახურების დასრულებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- ინგლისურ და რუსულ ენებზე პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- პაციენტებისთვის მომსახურების პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა;
- პაციენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სერვისების შერჩევა;
- პოტენციური პაციენტების კონვერსია კლინიკის მომსახურებაში;
- გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგებზე პასუხისმგებლობა;
- პაციენტის გზის კოორდინაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების პროცესის ადმინისტრირება და დოკუმენტაციის წარმოება;
- ახალი პაციენტებისა და პარტნიორების მოძიება;
- არსებული ბაზის მართვა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
- გადახდების კონტროლი;
- პერიოდული რეპორტინგი.
მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
- სასურველია გაყიდვებში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- საერთაშორისო პაციენტებთან მუშაობის გამოცდილებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 18 მაისი, 2026 წელი
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები