28 აპრ - 27 მაი
წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება სკოლამდელი განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
"მწვანე სკოლის" ტყის კამპუსი აცხადებს კანდიდატების შერჩევას წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:
ძირითადი მასწავლებელი პასუხისმგებელია 5-6 წლის ასაკის ბავშვების წინასასკოლო პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
თუ გიყვართ ბავშვების გარემოცვაში ყოფნა და ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მათთვის შემეცნებითი და შთამაგონებელი გარემო შექმნათ, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის ტყის კამპუსში.

მთავარი პასუხისმგებლობები:
  • ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა;
  • საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება ტყის სივრცეში – სხვადასხვა ამინდის პირობებში;
  • ბავშვების სოციალური, ემოციური და კოგნიტიური განვითარების მხარდაჭერა;
  • მშობლებთან აქტიური და პოზიტიური კომუნიკაცია;
  • ბავშვების ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
  • საგაკვეთილო რესურსების (ხელსაწყოების, მასალების) შერჩევა და გამოყენება გარემოსდაცვითი და შემოქმედებითი მიდგომებით;
  • პროფესიულ განვითარების პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სკოლამდელი ან დაწყებითი განათლების პედაგოგიკის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად.
  • გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინტერესი და მოტივაცია ალტერნატიული/ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების მიმართ (ტყის სკოლა, მონტესორი, ვალდორფი ან რეჯიო ემილიას პრინციპები);
  • დამოუკიდებელი კლასის მართვის უნარი;
  • მაღალი ემპათია, მოთმინება და კრეატიულობა;
  • გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ძალიან კარგი კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან და გუნდთან;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • ბუნებაში მუშაობის მოტივაცია და მზადყოფნა – სხვადასხვა ამინდის პირობებში.

რას გთავაზობთ:
  • ინოვაციური და შთამაგონებელი სამუშაო გარემო ბუნებაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები – ტრენინგები და პრაქტიკა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე;
  • მეგობრული და ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდი;
  • მოქნილი, ბავშვზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@greenschool.edu.ge
მეცნიერება / განათლება
სკოლამდელი განათლება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები