დღეს - 27 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა
პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ენერგეტიკა
პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ,,ორბი სითი მოლი’’ აცხადებს ვაკანსიას MEP პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
,,ორბი სითი მოლი’’- Orbi City-ის ტერიტორიაზე განლაგებული რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო და გასართობი სივრცეა, რომელიც წლიურად 7 მილიონზე მეტ ვიზიტორს მიიღებს და გააერთიანებს 250-მდე ბრენდის მოდის, კვების, სერვისებისა და გასართობის სექტორიდან.
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი : სრული
ანაზღაურება : შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- სრული MEP (ელექტრო, ვენტილაცია, წყალმომარაგება და სხვა საინჟინრო სისტემები) სამშენებლო პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე მართვა;
- MEP სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინირებული კალენდარული გრაფიკის მომზადება;
- პროექტის შესრულების გეგმისა და პროცედურების მომზადება, შეთანხმება, პერიოდული განახლება და შესრულებაზე კონტროლი;
- პროექტში ჩართული ყველა მხარის ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ხელშეკრულებების მართვა, მათი შესრულების მონიტორინგი, მონაწილე მხარეებთან კომუნიკაცია და დავების გადაწყვეტა;
- სამუშაოების დროის დეტალური გრაფიკის შედგენა და პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპების განსაზღვრა;
- რისკების შეფასება, მათი მართვის გეგმის მომზადება და პრობლემების პრევენცია;
- პროექტის ნახაზებისა და დოკუმენტაციის შესწავლა, საჭირო ცვლილებების შეთანხმება და მათი შესრულების კონტროლი;
- ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯთაღრიცხვის შედგენა და გადახდების გეგმის მომზადება;
- სამუშაოების ხარისხის კონტროლი, საჭირო დოკუმენტების გამოთხოვა და შესრულების მეთოდების შემოწმება;
- სხვა საჭირო ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში და პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
- პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
თვისებები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- საქმისა და დროის სწორი მართვა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზაციის მიზნებზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: hrocm@orbi.net და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
ენერგეტიკა
პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
