დღეს - 10 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
სატრანსპორტო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: ტექნიკა და ქსელები
ტელეკომუნიკაციები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინჟინერია
სატრანსპორტო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტექნიკა და ქსელები
ტელეკომუნიკაციები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.
ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"
სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.
სამუშაოს აღწერა
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქსელის ინჟინრის როლზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელური ინფრასტრუქტურის (Cisco/Enterprise გარემო) ყოველდღიური მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- Routing & Switching: Cisco-ს სვიჩებსა და როუტერებზე რუტინული კონფიგურაციების ცვლილება (VLANs, Trunking, Port Security, HSRP);
- Security: Cisco Firepower (FTD) ფაირვოლების კონფიგურაცია, Access Control List-ების (ACL) მართვა და პოლიტიკების გაწერა;
- VPN: IPsec VPN ტუნელების კონფიგურაცია, მონიტორინგი და პრობლემების იდენტიფიცირების პროცესში მონაწილეობა (Troubleshooting);
- Monitoring: Zabbix სისტემის მეშვეობით ქსელური მოწყობილობების კონტროლი, ინციდენტებზე რეაგირება და რეპორტინგი;
- ქსელური დოკუმენტაციის პერიოდული განახლება;
თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
- production (რეალურ) გარემოში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება
- L2/L3 ტექნოლოგიების ცოდნა: VLANs, STP, HSRP, Static Routing
- დინამიური როუტინგის პროტოკოლების ბაზისური ცოდნა (OSPF/ EIGRP);
- Cisco-ს CLI-თან მუშაობის გამოცდილება;
- Cisco ASA/Firepower-თან მუშაობის ბაზისური გამოცდილება;
- IPsec VPN-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- მონიტორინგის სისტემებთან (სასურველია Zabbix) მუშაობის გამოცდილება;
- CCNA სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად (ან შესაბამისი ცოდნა);
გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფი თვითგანვითარების სურვილი;
- ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვის უნარი ინგლისურ ენაზე.
გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი, 2026
დამატებითი ინფორმაცია
რატომ სელფი
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ:
პასუხისმგებლობას (Ownership)
საქმის ხახრისხიან შესრულებას
პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.
სელფი მობაილში შეგიძლია:
დასახო ამბიციური მიზნები
თამამად გამოხატო შენი აზრი
ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
ისწავლო და ასწავლო სხვებს.
ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე https://smrtr.io/yx5kg
ინჟინერია
სატრანსპორტო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
