დღეს - 27 მაი
მიმტანი
მესტიის მუნიციპალიტეტი, მესტია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 511 29 29 66

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება მაგიდის სერვისი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1400
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,საცხოვრებლის უზრუნველყოფა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული,ინგლისური
5 ვარსკლავიანი სასტუმრო „გისტოლა“ მესტიაში, აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ანაზღაურება 1400 ლარი + tips
საცხოვრებელი უფასოდ, სამჯერადი კვება
გრაფიკი: 15:00 - 00:00

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრის დახვედრა მაქსიმალური კეთილგანწყობით;
  • შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
  • მაგიდის სერვირების უზრუნველყოფა;
  • შვედური მაგიდის მომსახურება;
  • სარესტორნო გაყიდვების პროგრამაში შეკვეთის გაფორმება;
  • სტუმრების მხრიდან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, სიტუაციის მართვა ან უშუალო მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება.
  • ჭურჭლის დაპოლიშება და დაბინავება

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური ენა აუცილებელია, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.)

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს და შემოსავალს. (სამსახური არ არის სეზონური)
  • უფასო კომფორტულ საცხოვრებელს, სასტუმროში არის განკუთნილი ოთახები სტაფის წევრებისთვის. (2-3 პერსონა 1 ოთახში)
  • სამჯერადი კვება უფასოდ.
  • უფასო პრემიუმ კლასის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • 30%-იანი ფასდაკლება ჩვენ რესტორანში. 23:00-დან სასტუმროს აუზის გამოყენება უფასოდ.
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • თიფი (tips) ბარათით და ქეშით. ქეშით თიფს იტოვებთ თქვენ, ბარათით რასაც დატოვებენ თვის ბოლოს იყოფა მიმტანებზე (5-6 მიმტანი)
  • საღამოს ცვლის გრაფიკი: 15:00 - 00:00. (ბოლო შეკვეთას ვიღებთ 22:20-ზე, სტუმარს აქვს უფლება რომ რესტორანში იყოს 00:00-მდე. არასეზონზე ხშირად ხდება ისე, რომ 22:30 უკვე თავისუფლები იქნებით, 00:00-მდე არ მოგიწევთ დარბაზში ყოფნა)
  • Day off (დასვენება) - ერთი დღე კვირაში, შესაძლებელია დასვენების დღეების დაგროვება და ერთდროულად გამოყენება (მაქს.6 დღე)
  • შვებულება: წელიწადში ერთხელ, 10 დღე, შესაძლებელია დაგროვებული day-off ების გამოყენება (მაქს. 14 დღე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tedo@gistola.ltd
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511 29 29 66 whatsapp/viber

გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი
ნახვები
უნიკალური ნახვები