დღეს - 23 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
სასტუმრო ტელეგრაფი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კარის კაცი,
ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც “Leading Hotels of The World”-ის წევრია და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ სიტყვას ამბობს. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 239 მაღალი კლასის ნომერს, ქალაქის ურბანულ პეიზაჟებს, განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარს, თანამედროვე საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზებს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა.
ტელეგრაფის შენობა წლების განმავლობაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე საკომუნიკაციო კერა. ეს იყო ინოვაციების შუქურა, ახალი შეტყობინებებითა და სიახლეებით, რომლებიც მის არხებს შორის მოგზაურობდნენ და აჩქარებდნენ ქალაქის პულსს. ახლა გააზრებულად აღდგენილი, როგორც სასტუმრო ტელეგრაფი, ისტორია გრძელდება და ის კვლავ იქნება გრავიტაციის ცენტრი.
ჩვენ ვიწვევთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს შემოუერთდნენ ტელეგრაფის გუნდს და გახდნენ ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებებისა და უნიკალური გამოცდილების გაზიარების მონაწილე.
ვაკანსია: კარის კაცი
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
მოვალეობები
- სტუმრების დახვედრა და გაცილება მაღალი სტანდარტის შესაბამისად
- სტუმრებისთვის კარის გაღება/დახურვა და პირველადი შთაბეჭდილების უზრუნველყოფა
- სტუმრების ინფორმირება სასტუმროს სერვისების შესახებ
- სასტუმროს შინაგანაწესის დაცვა და მოქმედება არსებული პროცედურების შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს (დაზღვევა, ფასდაკლებები ჯგუფის მასშტაბით, კვება, უნიფორმით უზრუნველყოფა და ქიმწმენდა)
- პროფესიული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას
- სამუშაო გარემო, რომელიც იძლევა ინიციატივებისა და ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობას
კვალიფიკაცია და გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი
თუ თქვენ ხართ
- პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ცვლილებებთან მარტივად ადაპტაცია
- მონდომებული გუნდის წევრი მაღალი ეთიკური სტანდარტებით
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VCjYvN2e
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
