შემდეგი
23 აპრ - 22 მაი
გაყიდვების აღმასრულებელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment@boundsolutions.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა გაყიდვებიგაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: გაყიდვების აღმასრულებელი
ხელფასი: 1,800 ლარი (NET) (+ბონუსი)
გრაფიკი: მოქნილი
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ნომრების გაყიდვების სტრატეგიულად მართვა და დატვირთვის მაქსიმიზაცია როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად;
- კორპორატიული და ინდივიდუალური მომხმარებლების მოძიება, მათთან აქტიური კომუნიკაცია და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- საკონფერენციო სივრცეების გაყიდვა: მოთხოვნის იდენტიფიცირება, შეთავაზებების მომზადება, კომერციული პირობების შეთანხმება და ღონისძიებების წინასწარი კოორდინაცია;
- დამატებითი სივრცეების კორპორატიული გაყიდვების განვითარება (ივენთები, კერძო დაჯავშნები, ბრენდის ღონისძიებები);
- გაყიდვების სრული პროცესის მართვა: პირველადი კონტაქტი, პრეზენტაცია, შეთავაზების მომზადება, მოლაპარაკება, ხელშეკრულების დახურვა და შემდგომი მხარდაჭერა;
- ფასების პოლიტიკისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი, ბაზრის ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
- გაყიდვების არხების განვითარება (პირდაპირი გაყიდვები, პარტნიორები, კორპორატიული ქსელები, ონლაინ პლატფორმები);
- CRM სისტემაში კლიენტების მონაცემების სწორად მართვა, აქტივობების დაფიქსირება და გაყიდვების კონტროლი;
- რეგულარული გაყიდვების ანგარიშგების მომზადება (დღიური/კვირეული/თვიური რეპორტები), შედეგების ანალიზი და პროგნოზირება;
- დირექტორთან მჭიდრო კოორდინაცია გაყიდვების სტრატეგიის, ფასების და დატვირთვის გეგმების ოპტიმიზაციის მიზნით;
- Revenue Management ელემენტი (ADR, RevPAR-ზე ორიენტაცია)
- რეზერვაციების/ოპერაციებთან კოორდინაცია (Front Office Reservations);
- მარკეტინგულ აქტივობებთან თანამშრომლობა გაყიდვების ზრდის მხარდასაჭერად (აქციები, პაკეტები, კამპანიები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია სასტუმრო/ჰოსპიტალიტი ან B2B გაყიდვებში);
- გამართული, დახვეწილი, პროფესიონალური კომუნიკაციის და ძლიერი მოლაპარაკებების უნარები;
- გუნდთან და მენეჯმენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა, დროის მართვის უნარი და პუნქტუალურობა;
- ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS OFFICE).
დაინტერესების შემთხვევაში CV gაგვიზიარეთ შემდეგ მეილზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელ. ფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს:
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.)
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები