23 აპრ - 23 მაი
გამყვანი ტურ-ოპერატორი / ტურისტული სფერო
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა ტურიზმი/გართობა გამყვანი ტურები
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა
    ტურიზმი/გართობა გამყვანი ტურები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ინგლისური
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გამყვანი ტურ-ოპერატორი (ტურისტული სფერო)

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე (+ბონუსი)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის სრული სერვისის უზრუნველყოფა და ტურისტულ პროდუქტებზე პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
  • ავიაბილეთების, სასტუმროების და სხვა ტურისტული პაკეტების შერჩევა, დაჯავშნა და რეალიზაცია;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია კომპანიის სოციალური ქსელებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება/განვითარება;
  • ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა და ინდივიდუალური/კორპორატიული პაკეტების შედგენა;
  • რეზერვაციების ცვლილებებისა და გაუქმებების მართვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე მუშაობა;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების მონიტორინგი და უკუკავშირის დამუშავება;
  • პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ინვოისების მომზადება და ყოველდღიური/პერიოდული რეპორტინგი;
  • CRM სისტემაში მონაცემების მართვა და ოპერაციების სწორად აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების (MS OFFICE) კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის მკაფიო გადაცემის უნარი;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა და სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • Amadeus-ისა და ავიაბილეთების სხვა სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ მეილზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული
დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ
სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის
(დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
(სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ
აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა
ტურიზმი/გართობა
გამყვანი ტურები
ნახვები
უნიკალური ნახვები