23 აპრ - 22 მაი
უმცროსი HR სპეციალისტი
თბილისი, ისანი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება, კომპენსაცია და ბენეფიტები, HR ადმინისტრაცია, HR ბიუჯეტირება
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ადამიანური რესურსები რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება, კომპენსაცია და ბენეფიტები, HR ადმინისტრაცია, HR ბიუჯეტირება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
ი. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი HR სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იარაჯულის #8 (ისანი-სამგორის რაიონი)
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00

ძირითადი მოვალეობები:
  • თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვა და განახლება;
  • შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადებაში მხარდაჭერა;
  • თანამშრომლებთან დაკავშირებული ცვლილებების დოკუმენტურად გაფორმებაში მონაწილეობა;
  • სამსახურებრივი ცნობებისა და ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება;
  • თანამშრომელთა დასწრებისა და სამუშაო დროის აღრიცხვის პროცესში ჩართულობა;
  • მონაცემების HR პროგრამებში (ვაბაკო, HRIS, HROP, მინიმალური საათობრივი ანაზღაურების აღრიცხვის პროგრამა, HELIO) სწორად და დროულად ასახვა;
  • რეკრუტინგის პროცესის მხარდაჭერა (ვაკანსიების განთავსება, CV-ების გადარჩევა, კანდიდატებთან კომუნიკაცია);
  • ინტერვიუების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა;
  • შიდა რეგულაციებისა და პროცედურების გაცნობაში მხარდაჭერა;
  • თანამშრომელთა ყოველდღიურ კითხვებზე რეაგირება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სხვა საორგანიზაციო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური ან კლინიკური მიმართულებით);
  • სასურველია მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება HR სფეროში;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • სასურველია შრომის კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
  • ,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
  • თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
  • ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
  • ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება,
კომპენსაცია და ბენეფიტები,
HR ადმინისტრაცია,
HR ბიუჯეტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები