დღეს - 21 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი, უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი, უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - ენები: ქართული
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უფროსი მოლარე
სამუშაო ადგილი: წყალტუბოს ფილიალი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 28 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საბონუსე სისტემას
ძირითადი მოვალეობები:
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და მართვა;
- პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვა;
- ნაღდი ფულისა და ფასეულობების დათვლა, შემოწმება და შენახვა;
- ინკასაციის ოპერაციების წარმოება;
- კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- ძვირფასი ლითონების შეფასება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- Alta-სთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
- პუნქტუალობა, მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/IrNqSwme
საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი,
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
