20 აპრ - 04 მაი
ბუღალტერი
ფოთი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბუღალტერი სათავო ოფისში (დეკრეტული შვებულების შემცვლელი),
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით,
საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა
და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და
წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის
საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
  • გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
  • Microsoft Dynamics Navision მუშაობა საბანკო აღრიცხვიანობის შესაბამისად:
  • ყოველდღიურად მისი კონტროლის ქვეშ არსებული ანგარიშების ოპერაციების აღრიცხვა პროგრამაში (NAV), რომლებიც დაკავშირებულია
  • სათავო ოფისის და სერვის ცენტრებისთვის შეძენილ სხვადასხვა მომსახურება/პროდუქციასთან;
  • მის დაქვემდებარებაში არსებულ Vendor/Customer-ების ოპერაციების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და რეკონსილაცია;
  • შიდა/გარე აუდიტის შემოწმებისას მოთხოვნილი ინფორმაციების მოძიება, დამუშავება და მიწოდება.
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება
  • საბუღალტრო გატარებები
  • ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, გადაადგილება, ინვენტარიზაცია და ჩამოწერა
  • სხვა მიმდინარე საბუღალტრო ოპერაციები

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
  • უმაღლესი განათლება
  • საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარების ფლობა, მათ შორის Microsoft Word, Excel
  • საბუღალტრო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს ძირითადი საშუალებების სრულ ციკლზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა4 მაისი, 2026 წელი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი
კონტრიბუცია და განვითარი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის
დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული
მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი
რეზიუმე
შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი
რეზიუმე.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები