დღეს - 05 მაი
სტანდარტი
დაგეგმის უფროსი კოორდინატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება ნარჩენების მინიმიზაცია და გადამუშავება, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება მეცნიერება / განათლება ლაბორატორია
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3820

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება ნარჩენების მინიმიზაცია და გადამუშავება, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება
    მეცნიერება / განათლება ლაბორატორია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აცხადებს ვაკანსიას სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სახიფათო
ნარჩენების მართვის, დაგეგმვის და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი კოორდინატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: კომპანიის თბილისის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
შრომის ანაზღაურება : 3820 (საშემოსავლოს ჩათვლით)

შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აცხადებს კონკურსს სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სახიფათო
ნარჩენების მართვის, დაგეგმვის და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი კოორდინატორის ვაკანსიაზე.
მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს
მყარი ნარჩენენების მართვის კომპანია“ პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით
გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელია.
კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით,
საქართველოს
რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული
ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სახიფათო ნარჩენების მართვის სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • სახიფათო ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი და ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობის შეფასება;
  • კომპანიის ინსტიტუციონალური გაძლიერების მიზნით, საჭიროებათა შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ახალი პროექტების ინიცირებას, დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვა და კოორდინაცია:
  • საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან, საკონსულტაციო კომპანიებთან, კონტრაქტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;
  • სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების ზედამხედველობა, ანგარიშების გაცნობა, სამოქმედო გეგმისა და დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობა;
  • პროექტის მიმდინარეობის სტატუს ანგარიშებისა და შესრულების ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროექტების ფარგლებში საჭირო აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა.
  • სხვადასხვა კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება;
  • შეხვედრების ოქმების მომზადება;
  • კომპანიის ხელმძღვანელობის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები(კვალიფიკაცია და უნარები):
  • საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება, გარემოს დაცვა, სამოქალაქო ინჟინერია, ფინანსები, იურიდიული;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • MS ოფისის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა, დავალების დროულად შესრულების უნარი.
  • კომუნიკაბელურობა.
  • ფორსმაჟორულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევა ხორცილედება:
  • CV/რეზიუმეების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 21 აპრილიდან 2026 წლის 05 მაისის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@waste.gov.ge შემდეგი დოკუმენტები:
სამოტივაციო წერილი
CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
დიპლომის ასლი
პირადობის ასლი
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.

გისურვებთ წარმატებას!
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ნარჩენების მინიმიზაცია და გადამუშავება,
გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება
მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია
ნახვები
უნიკალური ნახვები