დღეს - 05 მაი
სტანდარტი
მონიტორინგის მთავარი კოორდინატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
ორგანიზაცია: შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“
პოზიციის დასახელება: სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სახიფათო ნარჩენების მართვის მონიტორინგის და კონტროლის სამმართველოს მთავარი კოორდინატორი
სამუშაო ადგილი: კომპანიის თბილისის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
შრომის ანაზღაურება : 4400 (საშემოსავლოს ჩათვლით)

შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აცხადებს კონკურსს სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სახიფათო ნარჩენების მართვის მონიტორინგის და კონტროლის სამმართველოს მთავარი კოორდინატორის ვაკანსიაზე.

მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენენების მართვის კომპანია“ პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელია.
კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სახიფათო ნარჩენების ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მოვლა-შენახვის პროცესებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა;
  • ობიექტების ოპერირების, შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი დაცვის მონიტორინგი;
  • ობიექტებზე მომუშავე პერსონალისთვის პერიოდული სწავლებების ჩატარება;
  • სახიფათო ნარჩენების ინფრასტრუქტურული ობიექტების გარემოსდაცვითი სისტემის მდგომარეობის ინსპექტირება;
  • ისტორიულად დაბინძურებული ადგილებისა და სამარხების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • ნაგავსაყრელების, რეგიონული ცენტრებისა და სამარხების ოპერირებისა და დახურვის შემდგომი მოვლის საქმიანობის რეგულარულ მონიტორინგში მონაწილეობა;
  • ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შერჩევითი შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად;
  • სახიფათო ნარჩენების ინფრასტრუქტურული ობიექტების დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
  • მშენებლობის ნებართვებისა და გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებში მონაწილეობა.
  • ობიექტებზე გარემოსდაცვითი მართვის სისტემის მდგომარეობის მონიტორინგი.
  • ობიექტებზე ნარჩენების მიღების აღრიცხვის ელექტრონული სისტემის მუშაობის მონიტორინგი;
  • სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
  • კომპანიის ხელმძღვანელობის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები(კვალიფიკაცია და უნარები):
  • ეკოლოგი, გეოლოგი ,ინჟინერი, ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • MS ოფისის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა, დავალების დროულად შესრულების უნარი.
კომუნიკაბელურობა.
ფორსმაჟორულ გარემოში მუშაობის უნარი.
გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევა ხორცილედება:
CV/რეზიუმეების გადარჩევა
გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 21 აპრილიდან 2026 წლის 05 მაისის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@waste.gov.ge შემდეგი დოკუმენტები:

სამოტივაციო წერილი
CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
დიპლომის ასლი
პირადობის ასლი
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.
გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება
ნახვები
უნიკალური ნახვები