დღეს - 05 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ქართული
სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე თელავში
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების კონტროლი, სისტემების პერიოდული ტესტირება;
- თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება;
- ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;
- ბანკის ტერიტორიაზე დაშვების სისტემების დაცულობის კონტროლი.
სამუშაო გამოცდლება:
- სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით ან დაცვის სამსახურში.
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
- სასურველია სახანძრო უსაფრთხოების და წესების ცოდნა;
- ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად;
- ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- თავაზიანობა, სწორი გადამისამართება.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე:https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/dacvis-opiceri-telavi-telavi-4CFVG4
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 5 მაისი, 2026.
უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

