დღეს - 16 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - ენები: ქართული
დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ტრანსპორტირება: უზრუნველყოფილია მ/ს „ავლაბარი“-დან და „სამგორი“-დან
ძირითადი მოვალეობები:
- მიღებული პროდუქციის დაპალეტება და შესაბამის ადგილას განთავსება;
- ტარის ორგანიზება, გადაადგილება და საწყობში განთავსება;
- გარე და შიდა ტერიტორიის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- მეორადი ნარჩენების დახარისხება, გადამუშავება, შენახვა და გადაადგილება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსახორციელებელი დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:
- ფიზიკურად გამძლე და პასუხისმგებლიანი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უსაფრთხოების წესების დაცვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი და სამუშაო დისციპლინის დაცვა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dailygroup.selfrecruit.ge/s/iC8a1
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
