დღეს - 16 მაი
ჯუნიორ ინტერიერის დიზაინერი
თბილისი, სანზონა, თ.ერისთავის ქ. (სანზონა)
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო ინტერიერის დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ავეჯი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
თორია აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე

კომპანია: თორია
ლოკაცია: თბილისი, თორნიკე ერისთავის #27

კომპანია თორია უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სერვისს ინტერიერის დიზაინის, რემონტისა და მაღალი ხარისხის ავეჯის წარმოების მიმართულებით.

გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ ჯუნიორ ინტერიერის დიზაინერს, რომელიც იმუშავებს რეალურ პროექტებზე და მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:
  • ტექნიკური ნახაზების მომზადება და კორექტირება
  • მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ინტერიერის დიზაინის შემუშავება
  • 3D ვიზუალიზაციების და მუდბორდების შექმნა
  • პროექტებზე მუშაობა უფროს დიზაინერთან ერთად
  • პროექტის ცვლილებების დამუშავება და დიზაინის ადაპტაცია
  • მასალების, ფერებისა და გადაწყვეტების შერჩევაში მონაწილეობა
  • ყველა პროექტი შესრულდება მთავარი დიზაინერის მენტორობით, რაც უზრუნველყოფს თქვენს პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინტერიერის დიზაინის / არქიტექტურის მიმართულებით
  • პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, SketchUp, 3ds Max, D5 Render
  • სივრცითი აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი
  • განვითარების სურვილი და სწრაფი სწავლის უნარი

უპირატესობად ჩაითვლება:
  • Revit-ის ცოდნა (საწყისი ან საშუალო დონე)
  • რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
  • მასალებისა და ავეჯის სპეციფიკის საბაზისო ცოდნა

რას გთავაზობთ:
  • ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი შესრულებული პროექტების მიხედვით
  • პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე
  • ობიექტებზე და შოურუმებში ვიზიტები (რემონტი, წარმოება, მასალები)
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • მეგობრული და ზრდაზე ორიენტირებული გარემო

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი
  • დრო: 10:00 – 19:00 (1 საათიანი შესვენებით)
  • მისამართი: თორნიკე ერისთავის ქუჩა #27

განაცხადის გაგზავნა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო შემდეგ ელ. ფოსტაზე: administration@toria.ge
ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: „ჯუნიორ ინტერიერის დიზაინერი“
სამშენებლო
ინტერიერის დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები