შემდეგი
დღეს - 12 მაი
მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი
საჩხერის მუნიციპალიტეტი, საჩხერე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@premiumleasing.ge
ტელეფონი: 577 139 010
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია, ლიზინგის ღონისძიებები - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას საჩხერეში, მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის (ავტო ლიზინგი) პოზიციაზე.
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka
ძირითადი მოვალეობები:
- დაინტერესებულ მომხმარებელთათვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- კომპანიის პროდუქტების შეთავაზება, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- ლიზინგის განაცხადების მომზადება, დამუშავება და განხილვისთვის შესაბამის ჯგუფთან გადაგზავნა;
- დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის გაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
- დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
- ეფექტური გაყიდვების მეთოდების ცოდნა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- გუნდურობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ოპერატიულობა და დისციპლინა .
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00; შაბათი-10:00-15:00 მდე (მონაცვლეობით, ყოველი მეორე შაბათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების გათვალისწინებით) + ბონუსი
სამუშაო ლოკაცია: ქ.საჩხერე
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 11 მაისისა , შემდეგ ელფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია: მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი, საჩხერე.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად.
გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: +995 32 250 20 60
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია,
ლიზინგის ღონისძიებები
ნახვები
უნიკალური ნახვები