16 აპრ - 15 მაი
სტარტი
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის სამსახურის უფროსი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • სამსახურის საკადრო რესურსის, მათი სამუშაო პროცესების და გრაფიკების დაგეგმვა და მართვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ანაზღაურებისა და ბონუსის სისტემის მართვა და შესაბამისი გაანგარიშების წარმოება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება და მათი ეფექტურობის მართვა;
  • სამსახურის მუშაობის შესახებ რეგულარული ანგარიშგების და ანალიზის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • სამსახურში არსებული მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია და ახალი პროცესების ინიცირება;
  • არსებული პროგრამებისა და ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია და ახლის შემუშვება/დანერგვა;
  • კრიტიკული სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავება და მართვა;
  • მომხმარებლის მომართვიანობის პროგნოზირება და შესაბამისი რესურსების განსაზღვრა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ოპერაციების მართვის მიმართულებით);
  • აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში. უპირატესობად ჩაითვლება ქოლ ცენტრის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მინიმუმ 10 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვის გამოცდილება;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/FMd9vyCb
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები