16 აპრ - 01 მაი
ვიპ
სოციალური მედიის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@britishuni.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- ენები: ქართული
„ბრიტანული უნივერსიტეტი“ ეძებს კრეატიულ, ანალიტიკურ და შედეგზე ორიენტირებულ სოციალურ მედიის მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ძლიერი ციფრული ბრენდის შექმნასა და განვითარებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ძირითადი მოვალეობები
- სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok და სხვა)
- კონტენტის შექმნა: პოსტები, ვიდეოები, რილსები, სთორები
- კონტენტ კალენდრის მართვა
- რეკლამების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია (Meta Ads და სხვა პლატფორმები)
- აუდიტორიის ზრდა და ჩართულობის გაზრდა
- ანალიტიკა და შედეგების შეფასება (reach, engagement, conversion)
- ბრენდის ტონის და იდენტობის შენარჩუნება ყველა არხზე
- თანამშრომლობა მარკეტინგისა და აკადემიურ გუნდებთან
მოთხოვნები
- მინიმუმ 2 წლის გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში
- Canva / Adobe (Photoshop, Illustrator) საბაზისო ცოდნა
- სოციალური მედიის ტენდენციების კარგი ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება
- ვიდეო კონტენტის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
- მუშაობას ინოვაციურ და საერთაშორისო გარემოში
- მონაწილეობას საინტერესო პროექტებში (პოდკასტები, ივენთები, კამპანიები)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა N92
განაცხადის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ:
CV
პორტფოლიო (სოციალური მედიის გვერდები/კამპანიები)
შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@britishuni.edu.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „სოციალური მედიის სპეციალისტი“
განაცხადის ბოლო ვადა: 2026 წლის 01 მაისი
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
