16 აპრ - 14 მაი
ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს ანალიტიკა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • ენები: ინგლისური
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N14;
სამუშაო საათები: 10:00–18:00;

ძირითადი მოვალეობები:
  • დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუების ჩატარება და ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება;
  • ბიზნეს პროცესების (AS-IS) შესწავლა და დეტალური ანალიზი;
  • არსებული პროცესების ხარვეზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • TO-BE პროცესების აღწერა და დოკუმენტირება;
  • ბიზნეს მოთხოვნების ფორმირება და backlog-ის სტრუქტურირება შესაბამის პასუხისმგებელ პირთან ერთად;
  • პროცესებთან დაკავშირებული პროცედურებისა და პოლიტიკების დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
  • მოთხოვნების და პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა ბიზნეს მიზნებთან;
  • იმპლემენტაციის გუნდის მიერ მომზადებული ტექნიკური გადაწყვეტილებების ბიზნეს მოთხოვნებთან შესაბამისობის ვალიდაცია.

ძირითადი მოთხოვნები:
  • 2 წლიანი გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკის, პროცესების ან პროექტების მიმართულებით;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზისა და დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება;
  • დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუების ჩატარებისა და ინფორმაციის სტრუქტურირების გამოცდილება;
  • ბიზნეს მოთხოვნებისა და backlog-ის ფორმირების გამოცდილება;
  • წერითი უნარების მაღალი დონე (პროცესების, მოთხოვნების და დოკუმენტაციის გასაგებად აღწერა);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია პროცესების მოდელირების გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და რთული ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
  • კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის შეგროვების უნარი;
  • ორგანიზებულობისა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
  • მკაფიო და გასაგები წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, გადანაწილების და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;
  • პროაქტიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები