შემდეგი
15 აპრ - 15 მაი
სამზარეულოს მენეჯერი/მცხობელი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.kutaisi@schoolprogress.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი, პურ-ფუნთუშეულის ცხობა - ინდუსტრია / სფერო: განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი, პურ-ფუნთუშეულის ცხობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს მენეჯერისა და მცხობელის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.
ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3–დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.
ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.
4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.
დეტალური ინფორმაცია ახალი კამპუსის შესახებ, იხილეთ: https://drive.google.com/.../1u2e00hW5lx6.../view...
თანამდებობის დასახელება:სამზარეულოს მენეჯერი/ მცხობელი
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
გრაფიკი პოზიციაზე: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.
სამზარეულოს მენეჯერი
სამუშაოს აღწერა:
სამზარეულოს მენეჯერი ხელმძღვანელობს სამზარეულოს მუშაობას, უზრუნველყოფს კვების პროცედურების ეფექტურ ორგანიზებას, სურსათის ხარისხის კონტროლს, გუნდის მართვას და ჰიგიენური სტანდარტების დაცვას. იგი უზრუნველყოფს, რომ ყველა კერძი მზად იყოს დროულად, ხარისხიანად და უსაფრთხოდ, სკოლებშიან სხვა დაწესებულებებში ბავშვებისა თუ სხვა მომხმარებლებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და მართვა.
- სამზარეულოს პერსონალის (მზარეულთა, დამლაგებელთა, დამხმარეთა და სხვ) ხელმძღვანელობა, სამუშაო დავალებების გადანაწილება და კოორდინაცია.
- კვების პროცესის დაგეგმვა: სადილი, ვახშამი, სამხარი, საჭიროების მიხედვით სპეციალური კვება.
- ინგრედიენტებისა და საკვები მასალების შესყიდვის, მარაგის მართვისა და ხარისხის კონტროლი.
- სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვის, სამუშაო სივრცის, აღჭურვილობისა და პროცესების კონტროლი.
- კერძების ხარისხის მონიტორინგი და ნარჩენების მართვა.
- კვების განრიგისა და სერვისის სტანდარტების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა.
- სამზარეულოს ბიუჯეტის მართვა, რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა.
- მუშაობა ადმინისტრაციასთან და სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაციის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამზარეულოს მართვის ან კულინარიული გამოცდილება:
- სასურველია 3+ წელი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- ძლიერი ორგანიზატორული უნარები და გუნდის მართვის გამოცდილება.
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
- პასუხისმგებლობა, სიზუსტე და მაღალი სამუშაო ეთიკა.
- კვების პროცესების დაგეგმვისა და ბიუჯეტის მართვის უნარი.
მცხობელი
მცხობელი პასუხისმგებელია სხვადასხვა საცხობი პროდუქტის (პური, ფუნთუშეული, ნამცხვარი და სხვა) მომზადებაზე, ხარისხის სტანდარტების დაცვითა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარები:
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge;
Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “სამზარეულოს მენეჯერი“ ან მცხობელი” წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

- პურისა და საცხობი ნაწარმის მომზადება განსაზღვრული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
- ცომის მოზელა, ფორმირება და გამოცხობა;
- ნედლეულის ხარისხის კონტროლი და სწორი გამოყენება;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- პროდუქციის სწორად შენახვა და ვადების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში ახალი რეცეპტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- დანადგარებისა და ტექნიკის სწორად გამოყენება და მოვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საცხობი ტექნოლოგიების ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა
- ყურადღება დეტალების მიმართ
- შრომისმოყვარეობა
- დროის ეფექტური მართვა
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge;
Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “სამზარეულოს მენეჯერი“ ან მცხობელი” წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი,
პურ-ფუნთუშეულის ცხობა
ნახვები
უნიკალური ნახვები