დღეს - 14 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: დროებითი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - ენები: ქართული
"თიბისი " აცხადებს ვაკანსიას - POS პორტფოლიო მენეჯერი - ბათუმი პოზიციაზე
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შენ როგორც, POS პორტფოლიო მენეჯერი:
- გააკეთებ ექვაირინგის მიმართულებით შენთვის გამოყოფილი პორტფელის ანალიზს.
- შეძლებ შენი პორტფელის მომხმარებლებთან კომუნიკაციას, პრობლემების და საკითხების იდენტიფიცირებას და მოგვარებას
- მუდმივად გააკონტროლებ და იზრუნებ შენი პორტფელის მოცულობის და ბრუნვის ზრდაზე
- იზრუნებ შენი პორტფელის კლიენტების კმაყოფილებაზე და ლოიალობის ამაღლებაზე ტერმინალების მიმართულებით,
- შეძლებ კლიენტების პორტფელის შემოსავლიანობის და ხარისხის მუდმივ კონტროლს და კომუნიკაციას. შედეგებს გაზიარებას შესაბამის გუნდთან.
- შეძლებ წარმატებული პორტფელის აგებას ბაზრის პირობების, ეკონომიკური ტენდენციების და ბანკის მიზნებიდან გამომდინარე
- შეძლებ უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროულ შესრულებას.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა თუ:
- თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კომუნიკაბელური;
- ხარ ემპათიური, გიყვარს მომხმარებელზე ზრუნვა და მათ მიერ დაფიქსირებულ საკითხებზე მუშაობა
- ხარ გუნდური მოთამაშე და შეძლებ იმუშაო სხვადასხვა გუნდებთან ერთად;
- გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- ექვაირინგის პროდუქტების ცოდნა;
- ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს - https://smrtr.io/yhYRz
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

