15 აპრ - 14 მაი
აღმზრდელის დამხმარე / ძიძა
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მოვლა/მზრუნველობა და საოჯახო მხარდაჭერა ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა (განათლება, აქტივობები)
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    მოვლა/მზრუნველობა და საოჯახო მხარდაჭერა ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა (განათლება, აქტივობები)
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ინგლისური
ქართულ - ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის დამხმარის (ძიძა) პოზიციაზე, ქ.ქუთაისში.

ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3–დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.
ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.
4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.

თანამდებობის დასახელება: აღმზრდელის დამხმარე (ძიძა)
ადგილების რაოდენობა: 4
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
გრაფიკი: სურლი (09:00-18:00)
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.

თანამდებობის მიზანი:
თანამდებობის მიზანია აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთა ყოველდღიურ მოვლაში მხარდაჭერა.

სამუშაო მოვალეობები:
  • საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესში შესასრულებელი სამუშაო მოვალეობები ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის სამუშაოს მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებით:
  • აღსაზრდელების ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, თვითმომსახურებასთან(ხელების დაბანა, ტუალეტის ჩვევები), ჰიგიენასა და კვებასთან დაკავშირებული სწორი ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • ბავშვების ჰიგიენაზე ზრუნვა;
  • ბავშვების კვებასა და დაძინებაში აღმზრდელის/აღმზრდელ-პედაგოგის დახმარება (ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე);
  • ბავშვების ნივთების მოწესრიგებასა და სისუფთავეზე ზრუნვა (ტანსაცმლის გამოცვლა, დასვრილი ფეხსაცმლის გასუფთავება, წყლის ბოთლის გასუფთავება/შევსება, საჭირო ნივთებით შევსება);
  • აღმზრდელ-პედაგოგთან/აღმზრდელთან შეთანხმებულად მუშაობა (ბავშვის შესაძლებლობების, საჭიროებების, მხარდაჭერის გზების განხილვა);
  • სამუშაო სივრცის განვითრებაზე ზრუნვა და ხელშეწყობა (პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, შეხვედრებზე მონაწილეობის მიღება/ჩართულობა, სიახლეებისად მზაობა/მიმღებლობა და ჯანსაღი კრიტიკის/უკუკავშირის მიღება-გაცემა);
  • ბავშვების ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • სამედიცინო პერსონალის მოთხოვნების შესრულება ბავშვის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით;
  • დაწესებულების გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების (კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია და ა.შ.) და სხვა შიდაორგანიზაციული წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • არანაკლებ ზოგადი ან პროფესიული განათლება (ნებისმიერი მიმართულებით);
  • სასურველია სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

უცხო ენის ცოდნა
  • ინგლისური ენა - სასურველია B1 დონე (მეტყველება, წერა).

კომპეტენცია/პიროვნული მახასიათებლები
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ბავშვის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის, თანადგომის და ემპათიის უნარი;
  • ნდობის მოპოვების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურობა.

პოზიციის დაკავებასთან დაკავშირებული შეზღუდვები:
დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს პირი, თუ:
  • ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
  • ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
  • ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge, Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ,,აღმზრდელის დამხმარე(ძიძა)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!


მოვლა/მზრუნველობა და საოჯახო მხარდაჭერა
ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა (განათლება, აქტივობები)
ნახვები
უნიკალური ნახვები