15 აპრ - 14 მაი
ფსიქოლოგი/სპეციალური მასწავლებელი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ფსიქოლოგია მეცნიერება / განათლება სპეც. განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სამედიცინო ფსიქოლოგია
    მეცნიერება / განათლება სპეც. განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი, საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგისა და სპეციალური მასწავლებელის პოზიციაზე, ქ.ქუთაისში.
ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3–დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.
ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.
4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.

დეტალური ინფორმაცია ახალი კამპუსის შესახებ, იხილეთ: https://drive.google.com/.../1u2e00hW5lx6.../view...
თანამდებობის დასახელება:ფსიქოლოგი / სპეციალური მასწავლებელი
ადგილების რაოდენობა
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
გრაფიკი პოზიციაზე: სრული (09:00-18:00)
ყოველთვიური ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.

ფსიქოლოგის პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 1 წლიანი ფსიქოლოგიური კონსულტაციის;
  • MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ისა და MS word-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია B2 დონეზე.

ფსიქოლოგის ფუნქციები:
  • საჭიროებიდან გამომდინარე მოსწავლეთა პირველადი სკრინინგის განხორციელება;
  • მუშაობის პროცესში ფსიქოლოგიური შეფასების, პრობლემაზე ორიენტირებული მომსახურეობის განხორციელება;
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად გათვალისწინებული საკონსულტაციო შეხვედრების დაგეგმვა;
  • საჭიროებიდან გამომდინარე რეკომენდაციების გაწევა და დოკუმენტირება მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მათ მშობელთა კონტიგენტისთვის;
  • განსაკუთრებული რისკების მქონე (სუიციდი, დეპრესია, პიროვნული აშლილობა, სტრესის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სახის პიროვნების არაადაპტირებული მდგომარეობები და ა. შ.) შემთხვევებში მოსწავლეთა გეგმიური ფსიქოკონსულტირების ინდივიდუალური ფორმის და ჩარევის შემუშავება;
  • კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა და დაარქივების უზრუნველყოფა;
  • მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ფსიქოგანათლების საკითხებში;
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების
  • მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

უნარები:
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
  • თანადგომისა და ემპათიის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მაღალი სამუშაო აქტივობა;
  • სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირების უნარი.

სპეციალური მასწავლებელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

სპეციალური მასწავლებელის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის შეფასების საფუძველზე საგნის მასწავლებელთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა;
  • მოსწავლის განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული წესითა და პირობებით;
  • სტატუსის არ მქონე ბავშვებთან იდივიდუალური მუშაობა, დაკვირვება რთულ ქცევებზე და შესაბამისი რეაგირება;
  • ისგ გეგმის მიზნების მიღწევების შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ისგ ჯგუფთან;
  • საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთა, კლასის დამრიგებელთა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელთა/მეურვეთა კონსულტირება;
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

დამატებით საჭირო კომპეტენციები:
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • გუნდური მუშაობის, გუნდის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმარების გამოცდილება;
  • ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
  • თანადგომისა და ემპათიის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მაღალი სამუშაო აქტივობა;
  • სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირების უნარი.


უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოგზვანეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge;
სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ფსიქოლოგი” ან “სპეციალური მასწავლებელი”- წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.
სკოლა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
ფსიქოლოგია
მეცნიერება / განათლება
სპეც. განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები