დღეს - 14 მაი
ვიპ
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: სოფლის მეურნეობა ფერმერული მეურნეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
ფრანგულ ქართული კომპანია შპს „დმანისის მეცხოველეობა“, 5 წელზე მეტია რაც წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ სანაშენე მეხორცული ჯიშის საქონლის გამრავლება, სუქებისა და კომერციალიზაციის მიმართულებით. მთავარი ოფისი მდებარეობს თბილისში მარი ბროსეს ქუჩაზე, ხოლო ფერმები კი დმანისის რაიონში.
კომპანია შპს „დმანისის მეცხოველეობა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები
  • ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპეარაციების და ა. შ.
  • აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი
  • ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება -გამოწერა;
  • საგადასახადო და საპენსიო საიტზე ინფორმაციის მართვა და წარმოება.
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
  • საბანკო ოპერაციებისა და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების წარმოება; კომპანიათშორის ანგარიშების მართვა და გადარიცხვების წარმოება.
  • ნაშთების შედარება და კონტროლი საწყობთან, ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
  • სტატიკის დეპარტამენტთან ურთიერთობა და სტატისტიკის მართვა.
  • სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის, ფინანასური დირექტორის და კომპანიის დირექტორის მითითებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:
  • განათლება უმაღლესი, ბუღალტრის მაღალაი კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა
  • პროგრამა EXACT-ში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება შეთანხმებით

სამუშაო ადგილი: მარი ბროსეს ქ. 2, თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.zibzibadze@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები