შემდეგი
დღეს - 13 მაი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სატვირთო ექსპედიცია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის პოზიციაზე, ქუთაისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კვებას.
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება სამარშრუტო ფურცლის და შეკვეთის შესაბამისად;
- მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა;
- პროდუქციის და აღჭურვილობის გადაზიდვა ზედნადების შესაბამისად;
- კლიენტებისათვის პროდუქციის ზედნადებების გადაცემა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სატვირთო ექსპედიცია
ნახვები
უნიკალური ნახვები