დღეს - 07 მაი
სასტუმროს მორიგე ინჟინერი
თბილისი, ვერა, მელიქიშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 598 919 194

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია სისტემების ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინჟინერია სისტემების ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ქართული
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მორიგე ინჟინერის პოზიციაზე.
ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, წყალმომარაგება, გათბობა/გაგრილება და სხვ.) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • ტექნიკური ხარვეზების სწრაფი დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა
  • პრევენციული სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება
  • ავარიულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება
  • ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა
  • სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ტექნიკური საკითხების მოგვარების მიზნით

მოთხოვნები:
  • შესაბამისი ტექნიკური განათლება (სასურველია)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ელექტრო და სანტექნიკური სისტემების საბაზისო ცოდნა
  • პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მოქნილი გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (ცვლაში მუშაობა)

კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ანაზღაურება 1500 ლარი (NET)


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: eng@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება . ან დაგვირეკოთ ნომერზე : +995 598 919 194

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
ინჟინერია
სისტემების ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები