დღეს - 07 მაი
სტანდარტი
ჭურჭლის მრეცხავი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ჭურჭლის რეცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება ჭურჭლის რეცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას რესტორნის ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე საბაგიროგზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება ჭურჭლის დარეცხვა/დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ყველანაირი ჭურჭლის გარეცხვა/დასუფთავება შესაბამისი ინსტრუქციით;
  • ჭურჭლის და ინვენტარის პრიორიტეტული სორტირება გარეცხვისა და გაშრობის პროცესში.
  • სამრეცხაოს დასუფთავება და დალაგება სამუშაო დღის განმავლობაში და დასრულების შემდეგ, დადგენილი განრიგის შესაბამისად.
  • სანიტარულ ჰიგიენური-ნორმების ცოდნა და დაცვა;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს
განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
  • კვებითი უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
  • ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში

კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
  • მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
  • სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
  • ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
  • საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
  • დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჭურჭლის რეცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები