შემდეგი
დღეს - 28 აპრ
სტარტი
სივრცის მოწყობის ასისტენტი
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, ორბეთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: orbetigreenspace@gmail.com
ტელეფონი: +995577042340
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სპორტი/წვრთნა
სხვა ტურიზმი/გართობა ღონისძიებების წაყვანა, სხვა სხვა სხვა - ინდუსტრია / სფერო: გასართობი
გასართობი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სეზონური
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000(+ ბონუსი 100 - 150 )
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ყავა / ხილი / სნექები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: სხვა
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
- საკუთარი ტრანსპორტი:კი
Orbeti Green Space აცხადებს ვაკანსიას: სივრცის მოწყობის ასისტენტი
Orbeti Green Space ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი სივრცის მოწესრიგებასა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გარემოს შექმნაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სივრცის მომზადება: საჩრდილობლების მოწყობა, ლეიბების განლაგება და ბარიერების განთავსება.
- ტექნიკური მხარდაჭერა: აპარატურის გამოტანა/ინსტალაციაში მონაწილეობა.
- აქტივობების მართვა: დღის განმავლობაში სხვადასხვა თამაშების გაშლა, აღება და მათი მსაჯობა.
- ინფრასტრუქტურის მოვლა: ივენთებს შორის პერიოდში ინვენტარის მოვლა-შეკეთება, შეღებვა და სივრცის იერსახის შენარჩუნება.
- წესრიგის კონტროლი: სივრცის მუდმივი მზადყოფნა სტუმრების მისაღებად.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი (12 საათი ლოკაციაზე ყოფნა, დასვენებისა და განტვირთვის ინტერვალებით).
- დასვენება: კვირაში 2 დღე (მცოცავი გრაფიკით). შენიშვნა: მაღალი დატვირთვისას შესაძლოა ერთი დასვენების დღე იყოს ნახევარ განაკვეთიანი.
- კვება: კომპანია სრულად უზრუნველყოფს კვებას.
სტაჟირება: 1 თვე (სწრაფი ადაპტაციის შემთხვევაში პერიოდი მცირდება).
ანაზღაურება:
- სტაჟირების პერიოდში: ფიქსირებული 800 ₾ + ყოველ ივენთზე 50 ₾.
- სტაჟირების შემდგომ: ფიქსირებული 1000 ₾ + ბონუსი ივენთებზე (100-დან 150 ₾-მდე, მასშტაბის მიხედვით).
ვის ვეძებთ?
- ფიზიკურად აქტიურ და შრომისმოყვარე ადამიანს;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე პიროვნებას;
- გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარის მქონე კანდიდატს;
- სასურველია საბაზისო ტექნიკური უნარები (ხელსაწყოებთან მუშაობა, შეღებვა და ა.შ.).
ჩვენთან სტუმრები ბედნიერებისთვის მოდიან, შენ კი იქნები ის ადამიანი, ვინც ამ ბედნიერებას წესრიგს დაახვედრებს. თუ მზად ხარ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ხელნაკეთ გარემოსა და მასში გალაღებულ ადამიანებზე გვეწვიე, გაგვიცანი და გახდი ჩვენიანი!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: orbetigreenspace@gmail.com
ტელ: +995577042340
სპორტი/წვრთნა
სხვა
ტურიზმი/გართობა
ღონისძიებების წაყვანა,
სხვა
სხვა
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები