დღეს - 06 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
ანდერაიტინგი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება შემდგომი დასაქმების პერსპექტივით
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 700
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
ირაო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირება ანდერრაიტინგის დეპარტამენტში,
კომპანიის შესახებ:
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონალურ ოფისებში.
ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა “საუკეთესო სამუშაო ადგილის” სტატუსი.
პოზიციის შესახებ:
ჩვენ ვეძებთ ანალიტიკურ და დეტალებზე ორიენტირებულ სტაჟიორს, რომელიც შემოუერთდება ანდერრაიტინგის დინამიკურ გუნდს. ანდერრაიტინგის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიენტების სადაზღვევო რისკების შეფასება, ანალიზში და შესაბამისი სადაზღვევო ტარიფების ფორმირებაში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
სტაჟირების ანაზღაურება: 700 ლარი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ჩვენ გთავაზობთ:
- დასაქმების პერსპექტივას სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ანდერრაიტინგის გუნდის მხარდაჭერა სადაზღვევო განაცხადების განხილვასა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებაში;
- სადაზღვევო რისკების შეფასება და შესაბამისი ტარიფებისა / პირობების მომზადებაში ჩართულობა;
- სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება;
- ბაზრის კვლევაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა მომიჯნავე სფეროში);
- საოფისე პროგრამების MS Office (MS Excel)-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რიცხვებთან მუშაობისა და მონაცემების ანალიზის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/IKbCVDyd
ირაო გისურვებთ წარმატებას!
ირაო გისურვებთ წარმატებას!
დაზღვევა
ანდერაიტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
