03 აპრ - 02 მაი
VIP მომსახურების გაყიდვების მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, გაყიდვების მენეჯმენტი, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას VIP მომსახურების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში;
მე ზვიად საყვარელიძე, ვაცხადებ ვაკანსიას VIP მომსახურების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კანდიდატები სწავლების პერიოდს გაივლიან მარკეტში, მას შემდეგ რაც ისწავლიან მასალებს, 1ც პროგრამას და გორგიას შიდა პროცესებს, გადავლენ VIP დეპარტამენტში და შეისწავლიან საქართველოში ყველაზე მეტად მოთხოვნად უნარ-ჩვევებს, მომხარებლებთან ურთიერთობებს და შესაბამის ტაქტიკებს, მომწოდებლებთან ურთიერთობებს, შესყიდვის და გაყიდვის ხელოვნებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს, რაც ყველაზე მთავარია შევასწავლი კომერციას. კანდიდატებს შევუწყობ ხელს განვითარებასა და კარიერულ ზრდაში და რაც მთავარია, ექნებათ მზარდი შემოსავალი, რომელიც შეადგენს რამოდენიმე ათას ლარს;
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • ახალ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • მომხმარებლების მოთხოვნების განსაზღვრა;
  • წარმატებული გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე შეთავაზებების მომზადება და გადაგზავნა;
  • კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • სტანდარტული დოკუმენტაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • აუცილებელია მათემატიკური უნარები;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელური
  • დარწმუნებისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • მათემატიკური უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
გაყიდვების მენეჯმენტი,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები